რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და ეკა ბერიძე - პოპულარული "მედიაწყვილის" ქონებრივი დეკლარაცია

რა ქონებას ფლობენ კახა ბექაური და ეკა ბერიძე - პოპულარული "მედიაწყვილის" ქონებრივი დეკლარაცია

გასულ წელს კახა ბექაურის წლიურმა სახელფასო ანაზღაურებამ 252 843.46 ლარი შეადგინა

საზოგადოების მხრიდან საჯარო მოხელეთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ ინტერესი არასოდეს ცხრება. bpn.ge გთავაზობთ თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებში აღმოჩენილ საინტერესო დეტალებს.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრმა, ტელეკომპანია მე-9 არხის ყოფილმა გენდირექტორმა, კახა ბექაურმა ქონებრივი დეკლარაციის შესახებ განაცხადი 2015 წლის 1 აპრილს შეავსო. ოჯახის წევრების გრაფაში ვკითხულობთ: მეუღლე - ეკატერინე ბერიძე, შვილები - გიორგი და მარიამ ბექაურები, ბექა ჯიბლაძე - გერი. როგორც ოჯახის წევრთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გრაფაშია მითითებული, კახა ბექაურის მეუღლე ეკატერინე ბერიძე თბილისში სამ ბინასა და ერთ არასაცხოვრებელ ფართს ფლობს: ლისისკენ მიმავალ გზაზე, აბაშიძისა და ახვლედიანის ქუჩებზე. კახა ბექაურის სახელზე თბილისში ორი ბინაა რეგისტრირებული: ბახტრიონზე და ლისის ტბის მიმდებარედ.

ოჯახის ბალანსზეა ერთი ავტომობილი - ტოიტა RAV4, რომელიც ეკა ბერიძის საკუთრებაშია. ავტომანქანის ღირებულების გრაფა ცარიელია. ბექაურის სახელზე ფასიანი ქაღალდების რაოდენობის გრაფაც ცარიელია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, კახა ბექაურს "თიბისი ბანკში" საკრედიტო ანგარიშზე 10 052.10 ლარი, ხოლო "პროკრედიტ ბანკის" მიმდინარე ანგარიშზე 86.48 ამერიკული დოლარი აქვს.

ეკა ბერიძეს სახელფასო ანგარიშზე 12418.69 ლარია. მარეგულირებელ კომისიაში მუშობის გარდა, კობა ბექაური შეთავსებით ბიზნესითაც ყოფილა დაკავებული.

განაგრძეთ კითხვა

როგორია ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც  საკარანტინე სასტუმროს მეოთხე სართულიდან გადმოხტა?

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?