უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

დაგეგმილი სამუშაოს ჩატარების გამო თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას კომპანია "თელასი" ავრცელებს.

"თელასის" ინფორმაციით, დიდუბის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 00 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ერისთავის, ხოშარაულის, ცაბაძის და წინამძღვრიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მაცხოვრებლებს. გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარ მეფის გამზირის მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, ხოშარაულის და ბაქრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, წყნეთის გზატკეცილის, ქავთარაძის, მარიჯანის, გაბაშვილის, სანდრო ეულის და ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, მედეა ჩახავას, ოთარ ჩხეიძის, გეგეჭკორის და ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჩიქოვანის, კოსტავას, ჩაილურის და ჭიათურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რესპუბლიკის მოედნის მაცხოვრებლებს.

ასევე გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულიშვილის, გალის, თვალჭრელიძის, ზემო ვაკის და ჟვანიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო ქალაქის, ქეთევან წამებულის გამზირის, ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, ბერი გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის და ჭრელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დოესის, ზურაბიშვილის, კოშკოვანის, ძევერის, ლეხ კაჩინსკის, მესხიშვილის, არმაზის, გონაშვილის, ვარდისუბნის, ფაღავას და ვახტანგ მეექვსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, დავითაშვილის და შანშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭიაურელის, თუმანიშვილის, ნიკოლაძის, მელიქიშვილის და შიო მღვიმელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის, ზიგზაგის I, II ქუჩების, ჩარგლის, გლინკას, გვაზაურის, რატევანის, ჟინვალის, ნაგომარის, მუხრანის, შენგელაიას, ბოგვის, გარეჯელის და ხორნაბუჯის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია