4 შეცდომა, რომელსაც ყველა ახალბედა მამა უშვებს და მათი მოგვარების გზები

4 შეცდომა, რომელსაც ყველა ახალბედა მამა უშვებს და მათი მოგვარების გზები

მამობა უდიდესი პასუხისმგებლობაა. ზოგიერთი მამაკაცი ამას მაშინ აცნობიერებს, როდესაც პარტნიორის ორსულობის შესახებ იგებს და მისი მუცლის ზრდას აკვირდება, სხვები კი მხოლოდ მაშინ, როცა შვილს პირველად აიყვანენ ხელში. არავინ დაიტრაბახოს, რომ მამობა ადვილია. ყველა ახალბედა მშობელს ეშინია, რომ მამის (დედის) მოვალეობებს ვერ გაუმკლავდება, რაღაც შეეშლება და პატარას დააზარალებს. ამ სტატიაში წაიკითხავთ ოთხ შეცდომას, რომლებსაც თითქმის ყველა ახალბედა მამა უშვებს. ჩვენ დაგეხმარებით მათ მოგვარებაში.

1. დაკარგული დრო

როდესაც მამა-შვილი პირველად რჩება ერთად მარტო (დედა სამსახურშია, მეგობართან, საყიდლებზე ან სხვა საქმეზე), მშობელი ცდილობს ბავშვი დააძინოს. სინამდვილეში, ბავშვის განვითარებისთვის უმჯობესია, მამა მას ეთამაშოს, ელაპარაკოს ან უმღეროს.

გამოსავალი: არ მოიშოროთ თავიდან შვლები. მათთან კონტაქტისას თქვენც გაერთობით და ისიამოვნებთ. ბავშვთან ურთიერთობა დადებითად აისახება მოზრდილი ადამიანის ფსიქიკასა და განწყობაზე. კომპიუტერი, ტელევიზორი და ძმაკაცები დაიცდიან! თქვენი ბავშვი კი გაიზრდება და დროს უკან ვერ დააბრუნებთ.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია