რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობა აიკრძალება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში ელექტრომექანიკური სისტემების ტესტირების სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით საავტომობილო მოძრაობაზე დღეიდან შეზღუდვები დაწესდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, დღეს, 22 და 23 აპრილს, 10:00 საათდან 20:00 საათამდე გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე.

კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გვირაბის გავლით.

დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

რიკოთის საავტომობილო გვირაბში მოძრაობის ჩაკეტვა და საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობის გადართვა განხორციელდება თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია