სირიაში საქართველოდან ჩასული მებრძოლები ქრისტიანებს დევნიან?! - რატომ დაუპირისპირდა ბათირაშვილი მაჩალიკაშვილს?!

სირიაში საქართველოდან ჩასული მებრძოლები ქრისტიანებს დევნიან?! - რატომ დაუპირისპირდა ბათირაშვილი მაჩალიკაშვილს?!

20 მარტს ერაყში ჯიჰადისტებმა მსოფ­ლიო კულტურული მემკვიდრეობის კიდევ ერთი ძეგლი ააფეთქეს. ქალაქ მოსულიდან 15 კილომეტრში IV საუკუნის ქრისტიანულ ეკლესიაში ასაფეთქებელი ნივთიერებები შე­იტანეს და მისი აფეთქება ადგილობრივ ქრისტიანებს იძულებით აყურებინეს. ვინც უარი თქვა (9 კაცი), იქვე მოაჭრეს თავი. ლეგენდის მიხედვით, ეს ეკლესია მეფემ ააშენა­ საკუთარი შვილების მკვლელობის მოსანანიებლად (ისინი მხოლოდ იმიტომ დახოცა, რომ გაიგო, ქრისტიანები იყვნენ).

აღდგომა დღეს სირიაში ჯიჰადისტ­ე­ბმა ასირიელების დასახლებაში ჯერ ეკლესია ააფეთქეს, შემდეგ კი მთელი სოფელი­ ამოწყვიტეს.

ეს მეხუთე ეკლესიაა მდინარე ჰადურის აუზში, რომელიც ჯიჰადისტებმა გაანადგურეს.

ქრისტიანების დევნა სირიაში მებრძოლ ქართველებს შორის დაპირისპირების მიზ­ეზი გახდა. 2013 წლის ბოლოს "წითურმა გენერალმა" თარხან ბათირაშვილმა რუსლან­ მაჩალიკაშვილს (სეიფულაჰ ალ შიშანი) ბრალი დასდო, ადგილობრივ ქრისტი­ანებს განსაკუთრებული სისასტი

კით ხოცავსო. მაჩ­ა­ლიკაშვილმა კი უპასუხა, - ბათირაშვილს გული იმიტომ აუჩუყდა, რომ თავად ქრისტ­ი­ანიაო. დაპირისპირება დიდხანს გრძელდე­ბ­ოდა. ბოლოს, ბათირაშვილმა იმარჯვა და შარიათის სასამართლომ მაჩალიკაშვილი გაამტყუნა... მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სირიაში საბრძოლველად პანკისელებიც მიდიან,­ საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, მონაწილეობენ­ თუ არა "ჯიჰადისტი" საქართველოს მოქალაქეები ქრისტიანების დევნაში. სირიაში ნამყოფი მეომრები პირად საუბრებში აცხადებდნენ, რომ ქართველები მსგავს საქმეებს­ თავს არიდებდნენ, რაც არაერთხელ გამხდარა მოქიშპეებისგან მათი გაქილიკების მიზეზი.

ამჟამად "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს მძევლად 300 ასირიელი ქრი­სტიანი ჰყავთ და არავინ იცის, რა ელოდება მათ.

სირიაში პანკისიდან არასრულწლოვნებიც გაჰყავთ

2011 წელს, სირიაში საბრძოლო­ მოქმედებების დაწყების შემდეგ, ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი "ჯიჰადისტების" რიგებში საქართველოს მოქალაქეებიც გამოჩნდნენ. პანკისის ხეობიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის შესახებ საზოგადოებისთვის 2012 წლის აგვისტოში გახდა ცნობილი.

2014 წლის სექტემბერში - მას შემდეგ, რაც "ისლამურმა“სახელმწიფომ" სირია-ერაყის ტერიტორიაზე სახელმწიფოს შექმნა გამოაცხადა - პანკისის ხეობაში ახალგაზრდების რეკრუტირებამ ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ჩეჩნურ წყაროებზე დაყრდნობით, პანკისის ხეობაში თითო ახალგაზრდის რეკრუტირებაში საუდის არაბეთის ფონდები 1.000 დოლარს იხდიან, ქალაქ კობანის ბრძოლების დროს კი - 2.000­ დოლარს იხდიდნენ. არაოფიციალური ინფორმაციით, ამჟამად სირიის ტერიტორიაზე პანკისის ხეობიდან 200-მდე საქართველოს მოქალაქე იბრძვის. ოფიციალურად ცნობილია 10 გარდაცვლილის შესახებ. ბოლო დროს, ხეობიდან სირიაში არასრულწლოვნების გაყვანის შესახებაც გახდა ცნობილი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია