სექსშოპები საქართველოში: რა თანხას იხდიან ქართველები სექს-სათამაშოებში

სექსშოპები საქართველოში: რა თანხას იხდიან ქართველები სექს-სათამაშოებში

"შეძენილ პროდუქციას გაუმჭვირვალე, მუყაოს ყუთში ვათავსებთ და ფოსტის მეშვეობით ვაგზავნით"

გახსოვთ ალბათ, როგორი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდან თბილისში პირველი სექსშოპის გახსნას. უცნობმა პირებმა მაღაზიის ვიტრინას ჯერ საღებავი შეასხეს, შემდეგ კი ჩაამტვრიეს. "აფროდიტე" - ასე ერქვა პირველ სექსშოპს, რომელიც მალევე დაიხურა. თუმცა, საქართველოში საზოგადოების დამოკიდებულება ტაბუდადებული თემების მიმართ თანდათან იცვლება და სექსშოპების მომხმარებელთა რაოდენობაც იზრდება. მცირედი სახეცვლილებით, ამჯერად სექსმაღაზიები ინტერნეტში გაიხსნა და სასურველი აქსესუარის შეძენა სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი.

როგორც bpn.ge-სთვის გახდა ცნობილი, ადგილობრივ ბაზარზე ორი ონლაინ სექსშოპი მოქმედებს - sexsmarket.ge და cupidon.ge ვებგვერდების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ინტერნეტ სექსშოპებს თვის განმავლობაში დაახლოებით 3 000 ადამიანი სტუმრობს, მათგან რამდენია მომხმარებელი, ამას უკვე ბიზნესი ითვლის.

ონლაინ სექსშოპების მიერ შემოთავაზებული პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ონლაინ სექსშოპები განსაკუთებულ მრავალფეროვან არჩევანს მანდილოსნებს სთავაზობენ. ფასები სხვადასხვა დანიშნულების პროდუქციასა და აქსესუარებზე 20 ლარიდან იწყება და 3 900 ლარსაც კი აღწევს - ვიბრატორები 35-დან 255 ლარამდე ღირს, ხოლო მოოქროვილი ვიბრატორი 3 900 ლარი, სექს სათამაშოების ფასი 15-დან 50 ლარამდე მერყეობს. რაც შეეხება მამაკაცებს - გასაბერი თოჯინები 195-600 ლარი ღირს, მასტურბატორები - 75-225 ლარი. ეროტიული აქსესუარები 130-140 ლარი, ლუბრიკანტების ფასი კი 20-დან 80 ლარამდე მერყეობს.

როგორც sexsmarket.ge-ს წარმომადგენელმა გვითხრა, მათი მომხმარებელბი მეტწილად მამაკაცები არიან. ონლაინ შესყიდვების პირობებში მომხმარებლის ანონიმურობა უფრო დაცულია, ვიდრე ჩვეულებრივი მაღაზიის პირობებში, შესაბამისად ამ შემთხვევაში ვირტუალური სავაჭრო ობიექტი უფრო ამართლებს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია