რამდენი ლარით გაიზარდა თქვენი ოჯახის ხარჯები ლარის დევალვაციის შემდეგ - ღარიბები ზარალს, მდიდრები კი მოგებას ითვლიან

რამდენი ლარით გაიზარდა თქვენი ოჯახის ხარჯები ლარის დევალვაციის შემდეგ - ღარიბები ზარალს, მდიდრები კი მოგებას ითვლიან

იმათ კი, ვისაც სესხი დოლარში ჰქონდა, ყოველთვიური ხარჯი 100 ლარით და მეტით მოემატა. ასეთ მცირე პერიოდში ამხელა ცვლილება ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა ადამიანებისთვის. მორიგ გაძვირებას, სავარაუდოდ, ბევრი ოჯახი ვეღარ გაუძლებს.

იანვრიდან მოყოლებული, უბრალო მომხმარებლისთვის თითქმის ყველაფერი გაძვირდა: ლარის დევალვაცია უფრო მძიმედ იმ ადამიანებზე აისახა, ვისაც სესხი დოლარში, შემოსავალი კი ლარში აქვს. მათი ყოველთვიური ხარჯი მკვეთრად გაიზარდა. ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 9,9%-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,50 პროცენტული პუნქტით აისახა (ალკოჰოლურ სასმელებზე ფასები 9,7%-ით გაიზარდა, თამბაქოს ნაწარმზე კი 9,9%-ით).

ეს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებია, თუმცა სავაჭრო ქსელში ფასი უფრო მეტადაა გაზრდილი. სავაჭრო ობიექტებში აცხადებენ, რომ თითქმის ყველა სახის ნაწარმი გაძვირებულია. მაგალითად, ზეთზე ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში, საშუალოდ, 50 თეთრით მოიმატა, 25-30 თეთრით არის გაძვირებული შაქარი, წიწიბურა, ბურღულეული. ასევე გაზრდილია ტკბილეულის, ყავის, მარილის, ჰიგიენური და სარეცხი საშუალებების ფასი.

იმპორტირებული წვრილი პომიდორი, რომელიც 1 თვის წინათ 3,5 ლარი ღირდა, ახლა 4,5-5 ლარი ღირს. გაზრდილია კიტრის ფასიც, ასევე გაძვირებულია ყვავილოვანი კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ხახვი, კომბოსტო, ვაშლი და კარტოფილი. ყველა ამ პროდუქტზე ფასნამატი დაახლოებით 20-40 თეთრია. ყველაზე თვალში საცემი მაინც მედიკამენტების ფასის ზრდაა. ბოლო 2 თვეში წამლები დაახლოებით 20-30%-ით გაძვირდა.

ბოლო პერიოდში გაძვირდა ინტერნეტი და ინტერნეტ-ტელევიზიაც, რაც კომპანიებმა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობით და შესაბამისად, ლარის დევალვაციით ახსნეს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია