თბილისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს

თბილისში "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, "ლიბერთი ბანკის" ფილიალი გაძარცვეს. შემთხვევა დაახლოებით დღეს, 10:00 საათისთვის მოხდა. ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიცია, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "ლიბერთი ბანკის" პრესსამსახურში განუცხადეს, ჯერჯერობით ზარალის ოდენობა არ იციან. "ადგილზე პოლიცია მუშაობს, რის გამოც ჯერჯერობით დეტალების თაობაზე ინფორმაცია არ გვაქვს. არ ვიცით, რამდენია ზარალი ან საერთოდ მოახერხა თუ არა მძარცხველმა თანხის წაღება", - განმარტეს ბანკში.

არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალს თავს ერთი პირი დაესხა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია