გურჯაანის გამგეობაში შეკრებილი "ოცნების" წევრები ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობისგან" "იცავენ"

გურჯაანის გამგეობაში შეკრებილი "ოცნების" წევრები ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობისგან" "იცავენ"

ხმაურია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, სადაც "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არიან შეკრებილი. მათი განცხადებით, ხელისუფლებას "ნაციონალური მოძრაობისგან" იცავენ.

"ჩამოსულები არიან "ნაციონალების" დეპუტატები, ჩვენ არ შემოვუშვებთ მათ გამგეობაში. აქ იმიტომ ვართ, რომ დავიცვათ ჩვენი არჩეული ხელისუფლება "ნაციონალებისგან," - ამბობენ გამგეობაში შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები და საჯარო სექტორში დასაქმებული პირები.

ხმაური გურჯაანის გამგეობაში "ნაციონალური მოძრაობის" ახლად შექმნილი ანტიკორუფციული კომისიის წევრის, ზვიად კუპრავას გამოჩენას მოყვა, რომელმაც გამგეობაში განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე შეიტანა.

"ნაციონალური მოძრაობა" გამგეობისგან ინფრასტრუქტურული პროექტებისა და ხარჯების შესახებ ითხოვს ინფორმაციას.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახეები თავსდება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია