ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტის ჩაცმას - დაჩი კოპაძე

ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტის ჩაცმას - დაჩი კოპაძე

"ორი ვარსკვლავის" კონკურსანტი და რაგბისტი დაჩი კოპაძე გაზეთ ”პრაიმტაიმთან” ინტერვიუში საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაზე. გთავაზობთ მონაკვეთს ინტერვიუდან:

დაჩი კოპაძე: ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი კანონები, წესები, პრინციპები მაქვს, რომელსაც, რაც არ უნდა მოხდეს, ვერ გადავუხვევ. ჩემი მეორე ნახევარიც ჩემს გზაზე ივლის, იმას გავაკეთებთ, რაც ორივეს მოგვეწონება. რაც ჩემთვის მისაღები იქნება, მისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

პრაიმტაიმი: თუ რაღაცაში არ გეთანხმება?

დაჩი კოპაძე: გააჩნია რაში. არის მომენტები, როცა შეიძლება დაუთმო და ასიამოვნო ქალს… მომთხოვნიც ვარ. მკაცრიც.

პრაიმტაიმი: რაში გამოიხატება შენი სიმკაცრე, სად მიდიხარ, რომელ საათზე მოხვალ, ეს არ ჩაიცვა?

დაჩი კოპაძე: ვფიქრობ, ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტის ჩაცმას, როგორც არ უნდა უხდებოდეს. თუმცა, ქალი ყველაფერში არ უნდა შეზღუდო, გარკვეული თავისუფლება უნდა მისცე.

პრაიმტაიმი: თუ მოსწონს მოკლე კაბა და ლამაზი ფეხებიც აქვს, რატომ არ უნდა გამოაჩინოს?

დაჩი კოპაძე: თუ ასეთი გოგო იქნება, თავიდანვე არ მომეწონება.

პრაიმტაიმი: გამოდის, რომ დაჩის არ მოსწონს მოკლეკაბიანი გოგონები სერიოზული ურთიერთობისთვის?

დაჩი კოპაძე: დიახ, რა თქმა უნდა. მე მინდა ჩამოყალიბებული აზროვნების ქალი, წესიერი, კულტურული, განათლებული…

პრაიმტაიმი: კარგი ოჯახის შვილი…

დაჩი კოპაძე: კარგი ოჯახის შვილი არა, თვითონ უნდა იყოს კარგი, ესაა მთავარი. ჩემთვის იდეალური ქალი არ უნდა იყოს გამომწვევი, ვულგარული. სადად უნდა იცვამდეს. ქალის სილამაზე გრძელ კაბაშიც ჩანს, არ არის აუცილებელი ყველაფერი "გადმოყაროს". ბევრს შეიძლება გაეცინოს ამაზე, მაგრამ ოჯახში ვულგარულად ჩაცმული ქალი არავის უნდა. მოკლედ, კაცი ოჯახის კისერი უნდა იყოს, ქალი თავი. შენ უნდა მართო, საითაც გინდა, იქით მიაბრუნო.

პრაიმტაიმი: მაგალითად, მეგობრებთან ერთად რესტორანში რომ წავიდეს უშენოდ, შეიძლება?

დაჩი კოპაძე: არა. მე არ ვენდობი სხვას. იმდენი გადარეული დადის, მით უმეტეს რომ დალევენ… გვერდით უნდა ჰყავდე მეორე ნახევარს ამ დროს. ეს ყურადღებაა და არა ეჭვიანობა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია