უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ ელექტროენერგია გაითიშება

თბილისში, 22 აპრილს დაგეგმილი სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება შეეზღუდება რამდენიმე უბანს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააქციო საზოგადოება "თელასიდან" აცნობეს, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ელექტრენერგიის მიწოდება შეეზღუდება საბურთალოს რაიონში-ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, ნუცუბიძის პლატოს I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), უცნობი ქუჩის, ჯიქიას ქუჩის მიმდებარე ფერდობის, პოლიტკოვსკაიას, სანდრო ეულის, მინდელის, გამრეკელის, გაბაშვილის და ქავთრაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას III კვარტლის, ნუცუბიძის, უნივერსიტეტის, პოლიტკოვსკაიას და ქავთარაძის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე, გეგმიური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კალანდაძის და იოსებიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის, ალილუევის, ჩოდრიშვილის, ასკურავას, კიკნაძის, მანჯგალაძის, სურგულაძის, ჩოხატაურის, ჩხიკვაძის და ხიმშიაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს. ასევე შეზუდვით მიეწოდება ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სამხედრო ქალაქის, ქეთევან წამებულის გამზირის, ჰოლბრუკის, საექიმოს, ნავთლუღის, ბერი გაბრიელ სალოსის, დოდაშვილის და ჭრელაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, შეზღუდვები შეეხება ასევე ვაზისუბნის დასახლების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, აბაშიძის და თვალჭელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ხომლელის და ჯავახეთის ქუჩების მაცხოვრებლებს. შეზღუდვები იქნება ასევე მთაწმინდის რაიონშიც. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას და ღამბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), სამტრედიის და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კაბელების გამოკვლევის მიზნით, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორიის, ტრანსპორტის, დავით ბაქრაძის და კარალეთის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის VII მიკრორაიონის და ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

კომპანია "თელასი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია