შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და

შალვა აბულაძის უცნაური ცხოვრების დეტალები, რას ჰყვება პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულის და

ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულ შალვა აბულაძეზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება. ამბობენ, რომ უცნაური ცხოვრების წესი ჰქონდა. მისი საცხოვრებელი საკანს ჰგავდა, მკვლელებზე წიგნებს კითხულობდა, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით მიდიოდა ტყეში, სადაც საკვები არ მიჰქონდა. მისი თქმით, ამ დროს მწერებითა და კენკრებით იკვებებოდა. შალვას ჰყავს და, სალომე აბულაძე, რომელთანაც ურთიერთობა ცხრა თვის განმავლობაში არ ჰქონია. სალომეს ძმის შესახებ ვესაუბრეთ.

- შალვა აბულაძე თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. თქვენ როგორ ფიქრობთ, შეიძლება, მას რაიმე გამამართლებელი საბუთი ჰქონდეს?

- თუ ასე იქნება, მე მხოლოდ გამიხარდება. დაამტკიცოს, რომ უდანა- შაულოა. თქმა მარტივია. მთავარი დამტკიცებაა.

- რატომ არ გაქვთ ძმასთან ცხრა თვის განმავლობაში ურთიერთობა?

- ამ თემაზე ხმამაღლა არასდროს ვილაპარაკებ.

- ამბობენ, შალვას ბორჯომში 2,5 მილიონის ღირებულების მიწის ნაკვეთი აქვსო. თქვენ გაქვთ ამის შესახებ რაიმე ინფორმაცია?

- სისულელეა, ამდენი ქონება მას არ აქვს. მსგავს კითხვებზე პასუხის გაცემაც კი უაზრობა მგონია.

- სხვა დედმამიშვილი გყავთ?

- არა.

- შალვა თქვენზე უფროსია?

- მასზე ორი წლით პატარა ვარ.

- რთული ბავშვი იყო?

- ბავშვობაში განსაკუთრებული არაფერი დაუშავებია. ისეთივე ცელქი და მოუსვენარი იყო, როგორიც ბევრი მისი თანატოლი.

- ბევრს კამათობდით?

- ბავშვობაში ბევრჯერ გვიჩხუბია, მაგრამ ისე არა, რომ ერთმანეთთან თვეების განმავლობაში არ გვესაუბრა. მასთან ყველაზე მეტად ვმეგობრობდი და ერთმანეთი მაშინ აღმოვაჩინეთ, როცა ის დაიჭირეს. ციხეში ხშირად მივდიოდი და გვერდით ვედექი. ვცდილობდი, გამემხნევებინა, მაგრამ მაშინ ის სრულიად სხვა შალვა აბულაძე იყო. მერე რადიკალურად შეიცვალა და ამიტომაც აღარ მაქვს მასთან ურთიერთობა.

- მშობლების პოზიცია ამ ყველაფერზე როგორია?

- მშობელი სულ სხვა ფენომენია, შვილი ყველასა და ყველაფერზე მეტად უყვარს. მაგრამ დღეს შემიძლია, მხოლოდ ის გითხრათ, რომ ჩვენს ოჯახს მისთვის ადვოკატი არ აუყვანია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია