ხარძიანების ოჯახში სკანდალი გრძელდება: "მიმიფურთხებია სულში ყველასათვის, ვინც შენსას დაიჯერებს, გვარის შეცდომა ხარ!"

ხარძიანების ოჯახში სკანდალი გრძელდება: "მიმიფურთხებია სულში ყველასათვის, ვინც შენსას დაიჯერებს, გვარის შეცდომა ხარ!"

ბესიკ ხარძიანის ოჯახში სკანდალი გრძელდება. დღეს დილით მოკლული ბიზნესმენის შვილმა პირველი ქორწინებიდან, მიხეილ ხარძიანმა პრესასთან საუბრისას დედინაცვალი - ეკა ნონიკაშვილი მამის მკვლელობაში დაადანაშაულა. "მისი გარდაცვალება, პირადად მე მიმაჩნია, რომ ეკა ნონიკაშვილმა დაუკვეთა", - განაცხადა მიხეილ ხარძიანმა პრესკონფერენციაზე.

მისი ამ განცხადების შემდეგ სოციალურ ქსელ"ფეისბუქზე" გიორგი ხარძიანი სტატუსს აქვეყნებს, რომელშიც მიხეილ ხარძიანს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.

"სულ რომ ვიღაც გმართავდა ეგ ვიცოდი, მაგრამ ასე თუ დაეცემოდი არ მეგონა... რომელ ხარძიანების შეკრებაზეა აქ საუბარი? შენი და შენი დის? სხვა ხარძიანი შენ ზედაც არ შემოგხედავს. ხარძიანების შეკრება სულ არ არის საჭირო.

ამოსულიყავი შენს ძმასთან, შენს სისხლ და ხორცთან, დალაპარაკებოდი, თუმცა რომელ საუბარზეა ლაპარაკი, ფული ჯოჯოხეთსაც ანათებს. მაგრამ ღირს საკუთარ ოჯახზე ასეთი საუბარი? მიმიფურთხებია სულში ყველასათვის, ვინც შენსას დაიჯერებს, გვარის შეცდომა ხარ!

ფულზე გაყიდულები!!! ტფუი, მიმიფურთხებია შენისთანა ბიძაშვილისთვის!!! რამის თქმა გინდა? მოდი და ოჯახში თქვი რა ტელევიზიებით ატრიალებ ენას?! ვიღაც იმუქრებოდა ბოლო ობოლი არ ვიქნებიო? მოგცეს პარიზული ევროები? განსხვავება ისაა, ჩვენ არ ვსაუბრობთ ყველაფერს! გვრცხვენიხარ ხარძიანებს! ხორცმეტი ხარ ხარძიანების და მთლიანი ოჯახის!".

შეგახსენებთ, რომ მთავარი პროკურატურა ბესიკ ხარძიანის უფროსი შვილის განცხადებებზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ხარძიანის ოჯახის წევრები დაკითხულები არიან.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში განუცხადეს, გარდა იმისა, რომ ოჯახის წევრები დაკითხულები არიან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, სხვა კომენტარს ვერ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსის" შეკითხვაზე, დაკითხულთა შორის არიან თუ არა ხარძიანის პირველი მეუღლე და უფროსი შვილი, პროკურატურაში განაცხადეს, რომ გამოძიებას ჩვენება მათაც მისცეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია