სიტყვები, რომლებიც ბევრს არც კი სმენია, თუმცა ქართულია - მივიწყებული სიტყვები და გამონათქვამები

სიტყვები, რომლებიც ბევრს არც კი სმენია, თუმცა ქართულია - მივიწყებული სიტყვები და გამონათქვამები

სიტყვები, რომლებიც ბევრს არც კი სმენია, თუმცა ქართულია. დროის სვლასთან ერთად სიტყვებიც ძველდება, თუმცა ფორუმებზე ხშირად შეხვდებით ამ თემაზე მოდავეებს. ზოგი ამბობს, რომ ძველი ქართული სიტყვები მივიწყებას ეცემა, ზოგის თქმით კი, ბევრი სიტყვა მათთვის გაუგებარია და სჯობს, საერთოდაც არ გავიხსენოთ.

გთავაზობთ ძველ ქართულ სიტყვებს, რომლებსაც დღეს იშვიათად თუ ხმარობენ.

მოწოწნიკი – სოსისი, კროჭი – ონკანი,

ყიბლანი – კომპასი, ყელფანდური – ვიოლინო,

ზემფრინავი – თვითმფრინავი, ჰაერთმთქვლეფი – შვეულმფრენი,

ჩოყლაყი – კავალერი, ყლინჯი – ჰალსტუხი,

ჭიტლაყი – პანღური, წიხლი

ალიყური – სილის გაწვნა

აყირო – გოგრა, ხვინჭკა - კენჭზე უფრო პატარა ქვა

ხაბაზი - პურის მცხობელი, სარკმელი - ფანჯარა

კაკანათი - მახე ფრინველთათვის, ისრიმი - მკვახე ყურძენი

ბოღლიწო - ღვინოში ჩამბალი პური, ერგასი – 50

ფარსანგი - 5 კმ, ბაბაჭუა – ობობა

ლურტყი - თოთო, ბაბასილი - ძალიან მწარე

ქლურცვა - ჩუმად ტირილი, ცინდალი - კატის კნუტი

ლოქაფი - დიდი ტუჩ-პირის მქონე ქალი, ჭოჭი – ჭაობიანი წყლით დაფარული ადგილი

დასტამბო – ნესვი, ფერ-უმარილი – სახის პუდრი

დიდედა – ბებია, სარაია – საქათმე

ტუნტყლი – ჭუჭყი, დაფოლვა – დაწუნება

აბუეტი – დაბნეული, აკარაკი – სულელი

სათლი – ცედრო, მიჭვრიტინა – სარკე

ტაჯგენაგი – მათრახი, დრუნგილი – მარმარილო

გადამქართულდა – გადამავიწყდა, ვარყალი – შანდალი

ამბორის ყოფა – კოცნა, ბასრობა – დაცინვა, გინება

ბუქი – ქარბუქი, გამოთარგმანება – განმარტება

დასტაქარი – ექიმი, დიაცი – ქალი

ვაშკარანი – ჩანთა, იშვი – იშვიათად,

იწრო – ვიწრო, პატარა ლმობა - ტკივილი

გარდა მივიწყებული სიტყვებისა, არსებობს ძველი გამოთქმები, რომლებსაც ადრე ხშირად იყენებდნენ, მათ შორის პოპულარული იყო:

ავადმყოფს ექიმი არჩენს, უბედურს კარგი მეგობარიო

გეშინოდეს სირცხვილისა, სიკვდილისა კი არაო,

ავი შვილი დედ-მამის მაგინებელიაო,

თევზი თავიდან ყროლდებაო,

თორმეტ კბილს რომ სიტყვა გამოსცდება, თორმეტ მთას გადაივლისო,

კაცს კაცი უნდა გერქვას, თორემ ულვაში კატასაც აქვსო,

ოფოფს თავით იცნობენ, კარგ საქმეს ბოლოთიო,

როცა სიტყვა ხშირდებაო, მაშინ საქმე მცირდებაო,

საცა სიყვარული არ არის, იქ სიხარულს რა უნდაო,

სინდისი უკბილოა, მაგრამ იკბინებაო,

სიცრუე დილამდეო და სიმართლე შვილიშვილამდეო,

შენი ჭირიმეთი შვილი არ გაიზრდებაო,

ცა და მიწა იქცეოდა, ტურა ქორწილს მართავდაო,

კარგზე-კარგს მოელოდე, აუგისთვის -სამაგიეროსო,

მდიდრის კატას ტიროდნენ, ღარიბისას კაცსაც არაო,

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

გამოყენებული რესურსები| www.orthodoxy.ge, forum.ge, www.alazani.ge