''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...'' - ეკა მამალაძე

''პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ ვიცი ოჯახის ფასი...'' - ეკა მამალაძე

ჩვენი რუბრიკის დღევანდელი სტუმარია მომღერალი ეკა მამალაძე. იგი ჩვენთან ამხელს საკუთარი წარმატების ფორმულას და თავის დებიუტს, ცხოვრებისეული სირთულეებსა და სასიამოვნო მოგონებებს იხსენებს.

- რომელი კონცერტი დაგამახსოვრდათ ყველაზე მკაფიოდ?

- თითოეული კონცერტი მოითხოვს სრულ მობილიზებას, შრომას, ნერვიულობასა და დროს, შესაბამისად, დამამახსოვრდა ყველა, თუმცა დებიუტთან დაკავშირებული მოგონება, რა თქმა უნდა, შეუდარებელია.

ჩემი მშობლები ცდილობდნენ, ბავშვობაში სცენაზე არ გამოვსულიყავი. არ ვიცი, რატომ... მერე გავთხოვდი... სხვათა შორის, საკმაოდ ნაადრევ ასაკში. მომღერლობის დაუცხრომელი ლტოლვა არ მქონია. დედაჩემიდან გამომდინარე, მუსიკოსებში ვტრიალებდი, მაგრამ მაშინ სერიოზული განაცხადი არ გამიკეთებია იმის შესახებ, რომ ვმღერი. შეიძლება ითქვას, რომ მუსიკაში ნანისა და ნატალის შუაში ვდგავარ, თუმცა ამჟამად ნატალი ნიუ-იორკშია და სწავლობს.

- ოჯახის შექმნა კარიერულ წინსვლას ხელს უშლის?

- არა. განსაკუთრებით მაშინ, თუ ვინმე გეხმარება. თუ ძალიან გიყვარს შენი საქმე, მოახერხებ დროის ისე გადანაწილებას, რომ იყო კარგი ცოლი, დედა და, იმავდროულად, საქმისთვის თავდადებული ადამიანი. ჩემი აზრით, თუ არჩევანის წინაშე მოგიწევს დადგომა, ოჯახი უნდა აირჩიო. მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირს.

- როგორ ახერხებდით მომღერლობისა და დედობის შეთავსებას, სანამ ბავშვები პატარები იყვნენ?

- ძალიან მეხმარებოდნენ ბებიაჩემი და დედამთილი. სამი შვილი და კარიერა რთული წარმოსადგენია ერთად, არა? პირველი ოჯახი დამენგრა, ამიტომ მე ვიცი ოჯახის ფასი. კარიერით შეპყრობილი არასდროს ვყოფილვარ.

- როგორ გგონიათ, მამაკაცებს წარმატებული ქალები აფრთხობთ?

- კი, თუმცა, რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო თანამედროვენი ხდებიან კაცები. ადრე მათ აშკარად თრგუნავდათ ქალის წარმატება და ფინანსური დამოუკიდებლობა. ეს ფაქტი აკომპლექსებდათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თავად არ იყვნენ შედმდგარი პროფესიონალები. ჩემი შვილების თაობას უკვე ვერ წარმოუდგენია ქალის სახლში ჯდომა. მე მომწონს ამგვარი მიდგომა. თუ მამაკაცი წარმატებულ ქალს ტოვებს, პრობლემა თავად მასშია, გამოდის, ქალის ცხოვრების რეჟიმს ვერ გაუძლო.

- რა არის წარმატების ფორმულა?

- წარმატების ფორმულა ნებისმიერ სფეროში არის შრომა, მონდომება და ინტერესი. თუმცა, შეიძლება შრომობდე და არ გაფასებდნენ, ფინანსურად უზრუნველყოფილი არ იყო. ჩვენს ქვეყანაში რამსები არეულია.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია