ათი ყველაზე უჩვეულო ბიზნესი საქართველოში

ათი ყველაზე უჩვეულო ბიზნესი საქართველოში

მსოფლიოში ათასგვარი უცნაური ბიზნესი არსებობს: ადამიანები ყიდიან თითქმის ყველაფერს - მარტორქისა და ირმის რქებს, ცნობილი პიროვნებების ინტიმურ ნივთებსა და ხელნაწერებს, საკუთარ თმასა და სხეულის ორგანოებსაც კი... მიუხედავად იმისა, რომ ქართველები ამ მხრივ საკმაოდ კონსერვატიულები ვართ, აქაც არაერთ ადამიანს დაუწყია ბიზნესი, რომელიც საქართველოსთვის უცხო ხილი იყო. ზოგიერთი მათგანი დღესაც არსებობს, ზოგმა კი - არ გაამართლა და დაიხურა.

პირველ რიგში ალბათ ეგზოტიკური ცხოველების ბიზნესი უნდა გავიხსენოთ, რომელიც რამდენიმე წლის წინ საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ ჩვენს პირობებში სრული კრახი განიცადა. ამ მარცხით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სულაც არ არის საკმარისი აწარმოო მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქცია, თუ გასაღების სისტემა კარგად არა გაქვს აწყობილი:

ბაყაყების ექსპორტი საქართველოდან 2009-2011 წლებში ხორციელდებოდა. ამ პროდუქციას სერიოზული მომხმარებელი ჰყავდა საფრანგეთის სახით, თანაც, ბაყაყის ხორცი და თათები ევროპაში ძალიან მოსწონთ, მაგრამ 2011 წელს მათი ექსპორტი შეწყდა. როგორც ამბობდნენ, ქართული ბაყაყი გაცილებით გემრიელი იყო ფრანგულთან შედარებით, მაგრამ მის მწარმოებლებს ძირითადად უცხოური ბაზრის იმედი ჰქონდათ, რამაც არ გაამართლა.

ამაო გამოდგა ნიანგების მოშენების მცდელობაც: 2010 წელს კომპანია ”ფაზის პლანტის” წარმომადგენელმა, ირაკლი ჩოკოლაიამ, არგენტინის ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი შემოიტანა, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. თუმცა ერთი მათგანი მაშინვე დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა სამეგრელოს ჰავა ვერ აიტანეს: ფერმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარეობდა, აღმოჩნდა, რომ იქაური წყალი გოგირდს შეიცავს, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს. იმედი, რომ საქართველოდან ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტი დაიწყებოდა, არარეალური აღმოჩნდა.

სირაქლემას ხორცი და კვერცხი მთელ მსოფლიოში დელიკატესად არის მიჩნეული და ეს პროდუქტი ბევრ ქვეყანაში ძალიან პოპულარულია. რამდენიმე წლის წინ მარნეულის რაიონის სოფელ თელეთში, სირაქლემების ფერმა გაიხსნა. ნიანგებისაგან განსხვავებით, სირაქლემები თავს მშვენივრად გრძნობდნენ და სულ მალე თბილისის სუპერმარკეტებში გასაყიდად სირაქლემას ხორცი და კვერცხიც გამოჩნდა, მაგრამ ქართველებმა ეს საკვები ვერ მიიღეს და მისი რეალიზაცია დიდი რაოდენობით ვერ მოხერხდა.

თუმცა, ყველა უჩვეულო და არატრადიციული ბიზნესი წარუმატებელი როდია. ამის დასტურად რამდენიმე მაგალითის მოშველიებაც შეიძლება:

ჭიაყელების გარეშე კომპანია "მაკრო-პრიმის" საქმიანობა წარმოუდგენელი იქნებოდა: ეს კომპანია ეკოლოგიურად სუფთა ორგანულ სასუქს აწარმოებს, რომლის სახელწოდებაა "გუმი-პრიმი”. ეს არის ჭიაყელების მიერ გადამუშავებული მსხვილფეხა პირუტყვის ფერმენტირებული ნაკელი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, ეს უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება აღადგენს გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ეკოლოგიურად სუფთა საკვები პროდუქტი მიიღება. ამ კომპანიის ნაწარმის მიმართ დიდია ინტერესი ეგვიპტიდან, დუბაიდან, აბუდაბიდან და სხვა ქვეყნებიდან. კომპანია 2007 წელს დაფუძნდა, თუმცა წარმოება 2011 წლიდან დაიწყო. საწარმო გარდაბნის რაიონის სოფელ კრწანისში მდებარეობს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია