უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, გიორგი ჯანელიძეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დღეს დაკრძალავენ. მანამდე გარდაცვლილის ცხედარს ქაშუეთში დაასვენებენ, სადაც მიცვალებულის სულის მოსახსენიებელი წირვა აღევლინება.

ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე საქართველოში პარასკევს, გვიან საღამოს უკრაინიდან ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადმოსვენების ცერემონიას საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე, საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები, "ნაციონალური მოძრაობისა" და "თავისუფალი ზონის" წევრები დაესწრნენ. აეროპორტში იმყოფებოდა ასევე დაღუპული გიორგი ჯანელიძის დედა.

ბატალიონ "აზოვის" წევრი გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან ბრძოლაში დაიღუპა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია