ჩამოშლილი სიმფონიური ორკესტრის შენობა, რომელსაც 90 წელი უსრულდება - ნიკოლოზ რაჭველი ხელისუფლებას მიმართავს

ჩამოშლილი სიმფონიური ორკესტრის შენობა, რომელსაც 90 წელი უსრულდება  - ნიკოლოზ რაჭველი ხელისუფლებას მიმართავს

ევგენი მიქელაძის სახელობის საშემსრულებლო ხელოვნების ეროვნული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე სურათებს ატავსებს, რომელზეც მისი თქმით, სახემწიფო სიმფონიური ორკესტრის შენობაა ასახული:

"სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის შენობა: საგრიმიორო სოლისტისა და დირიჟორისთვის, ტუალეტი, სარეპეტიციო, დერეფანი.

კულტურის სამინისტრო გვპირდება, რომ მომავალ წელს დაფინანსდება რემონტი, რომელიც ბუნებრივია რამდენიმე წელიწადს გასტანს, მანამდე კი... ვართ მოლოდინის რეჟიმში. ჩვენ გვაქვს დაარსებიდან 90 წლის იუბილე და გვაქვს დაგეგმილი მრავალი სიმფონიური კონცერტი, თუმცა ჯერჯერობით ყველანაირ გეგმებს ჩაშლის ან უკეთეს შემთხვევაში გადადების პერსპექტივა ელის... ველოდებით სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებას!!!" - წერს რაჭველი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია