"ჯორჯიელები" საოცნებო ქვეყანაში - ნენეს დაუჯერებელი ამბავი

"ჯორჯიელები" საოცნებო ქვეყანაში - ნენეს დაუჯერებელი ამბავი

არაოფიციალური მონაცემებით, საქარ­თ­­ველოდან აშშ-ში 100 ათას კაცზე მეტი წავიდა. უმეტესობა ქალია... მუშაობენ მომვლელად, ძიძად, დამლაგებლად, მიმტანად... ვიზის მოლოდინში, ამერიკის­ საელჩოში არაერთი ქართველი დგას...

ნენეს დაუჯერებელი ამბავი

ნენეს გაუმართლა - პირველად ამერიკაში სამსახურის წყალობით მოხვდა... ამ ქვეყანამ­ ისე მოხიბლა, რომ მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში საცხოვრებ­ლად წასვლა გადაწყვიტა. ვიზა იოლად მიიღეს. ნაცნობის მეშვეობით ბრუკლინში იქირავეს ბინა. ნენემ ღერი ინგლ­ისური არ იცის და ნიუ-იორკში ენის შემსწავლელ კურსებზე შევიდა. დასაქმების სააგენტოდან ერთ-ერთ რესტორანში გაგზავნეს, მაგრამ არ გაუმართლა - სამსახური ენის ცოდნას მოითხოვდა. მეორედაც სცადა ბედი და...

ნენე ბიწაძე: "ჩემმა მეუღლემ ენა იცის და მუშაობა ჩასვლის დღიდანვე დაიწყო. მითხრა, სანამ ენას არ ისწავლი, სამსახურზე არც იოცნებოო. არ დავუჯერე და მეგობათან ერთად დასაქმების­ სააგენტოს მივმართე. პირველად მანჰეტენზე, ერთ რესტორანში გამგზავნეს. სატელეფონო ზარებისთვის უნდა მეპასუხა და ადგილები დამეჯავშნა, მაგრამ ინგლისური რომ არ ვიცოდი, უარით გამომი­სტუმრეს. იმედგაცრუებული წამ­ოვედი, მაგრამ მეორე დღეს დასაქმების სააგენტომ ბრუკლინზე, იტალიურ რესტორნაში, მიმტანის ასისტენტის გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამიშვა. რესტ­ორნის მეპატრონე ქალმა თბილად მიგვიღო. ჩემს­ მეგობარს კარგა ხანს ესაუბრა. მე ხმა არ ამომიღია, გაღიმებული ვიჯექი. რა თქმა უნდა, ჩემი ,,დაყენებული" ღიმილი არ გამოჰპარვია. რაღაც მკითხა. არ დავიბენი - Yes-მეთქი, ვუპასუხე. მერე ისევ რაღაც მკითხა, ამჯერად No-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ჩემს მეგობარს რომ გავხედე, ფერი აღარ ედო... რესტორნის მეპატრონეს სიცილი აუტყდა და ქმარს გასძახა. აღმოჩნდა, რომ წლების წინ ჩამოსულ ცოლ-ქმარს ჩემსავით ინგლისური არ სცოდნიათ და შესაბამისად, სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდათ...

რომ გიყურებ, ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება და შანსი უნდა მოგცეო, - მითხრა ჯულიამ...­ ჩემი მოვალეობაა კლიენტის მაგიდამდე მიცილება და მიმტანის მოხმობა. უკვე მეორე თვეა, რაც ვმუშაობ, თან ენას ვსწავლობ. საათში 10 დოლ­არს მიხდიან. აქ საოცარი გარემოა - ხშირად შემოდიან ჰოლივუდის მსახიობები, მათ შორის ჯეიმზ კევიზელი­ (ფილმში "ქრისტეს ვნებანი" იესოს­ როლის შემსრულებელი), რომელიც რესტორნის VIP-კლიენტია. სამწუხაროდ, ჯერ იმდენი ინგლ­ისური არ ვიცი, რომ გამოველაპარაკო. გამიმართლა. მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. ეს არის ქალაქი, სადაც ოცნებები სრულდება.

ლევანის მეორე სამშობლო

ლევანმა დასაქმებამდე გრძელი და რთული გზა გაიარა.­ ქალაქ ბრაიტონში სამსახურის­ შოვნა გაუჭიანურდა. ეს რამდენიმე წლის წინ იყო... დღეს კი საკუთარი ბიზნესი­ აქვს. მისი შემოსავალი წლიდან წლამდე­ იზრდება. ამბობს, რომ ამერ­იკა მისი მეორე სამშობლოა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია