წყლის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

წყლის ტარიფი შესაძლოა გაიზარდოს

თბილისში წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით სემეკ-ის გადაწყვეტილება 21 მაისამდე გახდება ცნობილი. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა ტარიფების გადახედვასთან დაკავშირებით კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიმართვის საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოება 15 იანვარს დაიწყო.

სემეკ-ის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ თბილისში წყლის ტარიფის გადახედვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 21 მაისამდე უნდა მიიღოს. კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია