იპოდრომზე ხეების მასობრივი ჩეხვა მიმდინარეობს

იპოდრომზე ხეების მასობრივი ჩეხვა მიმდინარეობს

პარტიზანი მებაღეები საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე ფოტო და ვიდეო მასალას აქვეყნებენ, სადაც ჩანს, როგორ იჩეხება ხეები იპოდრომის ტერიტორიაზე:

"SOS! ამ წუთებში, როგორც შეგვატყობინეს, მიდის ხეების ინტენსიური ჭრა იპოდრომზე, ცენტრალურ შესასვლელთან. სავარაუდოდ ნებართვით. ხალხის რაოდენობა გადამწყვეტი იქნება, გამოდით".

"მებაღეების" თქმით, ადგილზე პატრულია მობილიზებული, თუმცა, მერიის მიერ გაცემული ნებართვის გამო, ხეების ჭრა არ წყდება:

"იპოდრომზე ხეების ჭრა გრძელდება!!! პატრულიც და ზედამხედველობის სამსახურიც მოსულია, მაგრამ მერიის ნებართვის გამო ჭრა არ ჩერდება. მხოლოდ ხალხის მასა თუ შეძლებს ამ კანონიერი უკანონობის გაჩერებას! გთხოვთ ყველას სასწრაფოდ მოხვიდეთ იპოდრომის კოფეინთან!"

პარტიზანი მებაღეები მოსახლეობას მოუწოდებენ, ქმედითი ნაბიჯები გადადგან ვანდალიზმის შესაჩერებლად:

"გთხოვთ სასწრაფოდ მოხვიდეთ იპოდრომზე, რომ ეს ვანდალიზმი შევაჩეროთ!!" - ნათქვამია მათი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.

რუსთავის 2-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ხმაურია თბილისში თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში, სადაც მიმდინარე მშენებლობის გამო სამშენებლო კომპანიამ ხეების მოჭრა დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოყვა.

მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე მივიდა საბურთალოს რაიონის დეპუტატი თბილისის საკრებულოში ალეკო ელისაშვილი. ის ნებართვის გამცემი ორგანოს ხელმძღვანელის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის და დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია