ბუნებრივი გაზი შესაძლოა 1 ლარამდე გაძვირდეს

ბუნებრივი გაზი შესაძლოა 1 ლარამდე გაძვირდეს

მერყევი ლარისა და შემცირებული ეკონომიკური ზრდის პირობებში ბიზნესისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა ინფორმაცია, ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ. გაზის გაძვირება თავისთავად გულისხმობს სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტებზე ფასების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესში მთავრობაც ჩაერთო და იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფის გაძვირებას ირიბად შეეწინააღმდეგა და გაზის მთავარ მომწოდებელთან "სოკარ ჯორჯია გაზთან" მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა, გარკვეულ იურიდიულ პირებს ბუნებრივი აირი მაინც გაუძვირდათ. მართალია, "ყაზტრანსგაზსსა" და "სოკარ ჯორჯია გაზში" განმარტავენ, რომ იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური არ გაუზრდიათ, მაგრამ ფაქტი ჯიუტია. როგორც bpn.ge-თვის გახდა ცნობილი, ცალკეულმა გაზგამანაწილებელმა კომპანიებმა იურიდიულ პირებს გაზის ტარიფი გაუზარდეს. ერთ-ერთი მათგანი შპს "ვარკეთილაირია."კომპანიამ თავის მომხმარებელს - იურიდიულ პირებს, 1 კუბ.მეტრი ბუნებრივი აირი 97 თეთრამდე გაუძვირა. ტარიფის გაზრდის ფაქტს კომპანიაში არ უარყოფენ და ამას ლარის გაუფასურებით ხსნიან. მათი ვარაუდით, დოლარის კურსი თუ არ დასტაბილურდა, მომავალი თვიდან ტარიფი უკვე 1 ლარი გახდება.

შპს "ვარკეთილაირის" დირექტორის ნუგზარ მღვდელაძის თქმით, მათი ორგანიზაცია გაზის ძირითად ნაწილს "შპს ყაზტრანსგაზიდან" და მცირე ნაწილს "სოკარ ჯორჯია გაზიდან" ყიდულობს. "მომწოდებელთან ხელშეკრულება დოლარში გვაქვს გაფორმებული. შესაბამისად, დოლარის კურსის მატების პარალელურად, გადასახადი გაგვიძვირდა. ამიტომ, იძულებული გავხდით, რომ სატარიფო პაკეტის თანხა გაგვეზარდა. თუ სიტუაცია არ დასტაბილურდა, იძულებული გავხდებით, ტარიფი 97 თერთიდან ერთ ლარამდე გავზარდოთ", - ამბობს ნუგზარ მღვდელაძე. მისივე თქმით, გაზის ტარიფი შარშან, ნოემბრიდან ეტაპობრივად გააძვირეს. "როცა დოლარის კურსი1, 78 ლარი იყო, მაშინ კომერციულ გაზს დღგ-ს ჩათვლით 62 თეთრად ვყიდულობდით. როგორც გითხარით, მომწოდებელი გაზის საფასურს დოლარში აფიქსირებს, ხოლო ჩვენ ანგარიშსწორებას ლარში ვახდენთ.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია