მედიისა და სოციალური ქსელების როლი აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციასთან მიმართებაში

მედიისა და სოციალური ქსელების როლი აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციასთან მიმართებაში

არასამთავრობო ორგანიზაციამ "რეალური ხალხი, რეალური ხედვა", UNAIDS-ისა და "იანსენის" ფინანსური მხარდაჭერით, ჟურნალისტებისა და ბლოგერების დაჯილდოვება გამართა. დაჯილდოვდნენ მედიაში და სოციალურ მედიაში მომუშავე ჟურნალისტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კონკურსში - "მედიის როლი აივ-ინფექცია/შიდსის პრევენციასთან მიმართებაში".

მედია ხმელიძე, ორგანიზაცია "რეალური ხალხი, რეალური ხედვა":

"ძალიან მიხარია, რომ ჩვენ რეგიონალურ დონეზეც ვპოვეთ აღიარება და ჩვენი ჟურნალისტებისა და ბლოგერების ნამუშევრები საკმაოდ კარგად შეფასდა და მათ გადაეცათ კიდეც შესაბამისი პრიზები. იმედია, ეს ყველაფერი გარკვეულწილად, წაახალისებს სხვა ჟურნალისტებსა და ბლოგერებსაც, რომლებსაც ჯერ არ სმენიათ ამგვარ აქტივობებში მათი როლის უდიდეს მნიშვნელობაზე და სამომავლოდ ისინიც მიიღებენ მონაწილეობას საზოგადოების სწორ ინფორმირებაში აივ-ინფექციასა და შიდსის თემასთან დაკავშირებით", - ამბობს მედეა ხმელიძე.

როგორც ორგანიზაცია "რეალური ხალხი, რეალური ხედვა"-ს წარმომადგენელი მედეა ხმელიძე Ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, მათი ორგანიზაცია უკვე მესამე წელია ცდილობს, ეფექტურად ითანამშრომლოს სოციალური მედიის წარმომადგენლებთან საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სწორი ინფორმირებისთვის.

"მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო სამი წელია, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ მედიასთან და ასევე სოციალური მედიის წარმომადგენლებთან, რათა მოხდეს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება აივ ინფექცია/შიდსის თემაზე. ერთ-ერთი ყველაზე მიზნობრივი ჯგუფი, რომელთანაც გვინდა მიგვეტანა ინფორმაცია, არიან ახალგაზრდები, როგორც ყველაზე მოწყვლადი და მაღალი რისკჯგუფი, რადგან ის, რომ არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში განათლება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ, ხელს უშლის მათ იმაში, რომ საკუთარი თავი მიაკუთვნონ გარკვეულ რისკჯგუფებს და შესაბამისად, არ აქვთ საშუალება თავიდან აირიდონ არასასურველი ორსულობა თუ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები.

სწორედ მათი ინფორმირებისთვის გვეხმარებიან ჟურნალისტები და სოციალური მედიის წარმომადგენლები", - ამბობს მედია ხმელიძე და დასძენს, რომ მათი ორგანიზაცია ზრუნავს, რომ საქართველოში მომუშავე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცეთ, გაიზიარონ სხვა ქვეყნების გამოცდილება და ამ მიზნით ტრენინგიც ჩატარდა, რომლის ფარგლებში ქართველმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ-დადებით ადამიანთა გაერთიანების მედიაკომუნიკაციის ოფიცერის ლექცია მოისმინეს.

"ჩვენ მიერ განხორციელებული ერთ-ერთი ბოლო აქტივობა, რომელიც ტრადიციულ მედიასა და სოციალური მედიაში მომუშავე ადამიანების ინფორმირებისთვის დავგეგმეთ, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის აივ-დადებით ადამიანთა გაერთიანების მედიაკომუნიკაციის ოფიცერთან, ქალბატონ იულია რასკევიჩთან შეხვედრას გულისხმობდა, რომელმაც ქართული მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა, თუ როგორ შეიძლება უფრო ეფექტურად გავავრცელოთ აივ-ის შესახებ ინფორმაცია  სოციალური მედიის დახმარებით. ტრენინგში ჩართულმა ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა კონკურსშიც მიიღეს მონაწილეობა და უკვე გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც, რომლებიც სწორედ დღეს დავაჯილდოვეთ.

ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, თუ რამდენად დიდი როლი აქვს ადამიანების სწორი ინფორმირებისთვის სოციალური მედიას. ის ძალიან სწრაფად და ეფექტურად ფარავს სამიზნე აუდიტორიას. ამასთან, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალურ მედიაში აქტიურად მომუშავე ადამიანებს აქვთ არაჩვეულებრივი რესურსი, რომ სწორი გზავნილები მიიტანონ ადამიანებთან", - აცხადებს მედია ხმელიძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია "რეალური ხალხი, რეალური ხედვა" სამომავლოდაც გეგმავს საზოგადოების ინფორმირების მიზნით ტრადიციულ მედიასა და სოციალურ მედიაში მომუშავეთათვის კონკურსის გამოცხადებას, მანამდე კი ორგანიზაცია მედიასთან მომდევნო საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია