ბათუმში "მაკულიტერატურის" აქცია დაიწყო

ბათუმში "მაკულიტერატურის"  აქცია დაიწყო

ბათუმში "მაკულიტერატურის" აქცია დაიწყო. აქცია მისამართზე დავით აღმაშენებლის #52 მიმდინარეობს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ერთი კილოგრამი მაკულატურა ერთი ლარის ღირებულების წიგნში გადაცვალონ. აქცია ბათუმში 27-დან 29 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.

ამასთან, თბილისში, რვადღიანი აქციის ფარგლებში, 150-160 ტონაზე მეტი მაკულატურა ჩააბარეს, სანაცვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირებულების წიგნი გაიცა. პროექტმა დედაქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა.

აქციის პირველი მასპინძელი ქუთაისი იყო. ბათუმის შემდეგ მაკულატურას ჩაიბარებენ: სენაკში, ხაშურსა და ყვარელში.

თბილისშიც და რეგიონებშიც აქციის დასრულების შემდეგ მაკულატურის ჩაბარების პუნქტები იმავე ადგილას გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა სტანდარტული პირობებით. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.makuliteratura.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია