მეტეხის გვირაბის მიმდებარედ ორივე ხიდი 10 დღით დაიკეტება

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ ორივე ხიდი 10 დღით დაიკეტება

მეტეხის გვირაბის მიმდებარედ არსებული ხიდების მარჯვენა მიმართულებაც დღეს, 23:00 საათიდან 10 დღით დაიკეტება. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს , ტრანსპორტის გადაადგილება ბარათაშვილის პანდუსის საშუალებით მარცხენა სანაპიროდან მარჯვენა სანაპიროს მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების გამო, მარცხენა მიმართულება 26 მარტს დაიკეტა. მარჯვენა მიმართულებაც სწორედ მასზე მიმდინარე აღდგენითი სამუშაოების გამო იკეტება. პროექტის მიხედვით, მოეწყობა ჯერ ბეტონის, შემდეგ კი ასფალტის საფარი.

რაც შეეხება მარჯვენა მიმართულებას, მისი რეაბილიტაცია მაისის პირველ ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება.

აღდგენით სამუშაოებს შპს "კავკასუს როუდ პროჯექტი" ახორციელებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია