რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

დედაქალაქის რამდენიმე უბანს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება : ზურაბ ჟვანიას მოედნის, იმედაშვილის, არდაზიანის, ზემო ვეძისის, მგალობლიშვილის, ვაზისუბნის, შარტავას, გაგარინის, მელიტონ ქანთარიას, კანდელაკის, გოთუას, ანაგის, ონიაშვილის, ვიტალი დარასელიას, ლვოვის, ზოვრეთის, ოდესის, ჩერქეზიშვილის და სახოკიას ქუჩების მცხოვრებლები.

გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვახტანგ ბოჭორიშვილის, კოდორის, ანდრია აფაქიძის და ოჟიოს ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II კვარტლის და აკაკი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, წყალტუბოს და მირცხულავას ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავლაბრის მოედნის, ალადაშვილის, ფაბრიციუსის, დმანისის და ხივინის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში გეგმიური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, მოსკოვის გამზირის, ჭიჭინაძის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რჩეულისშვილის II ჩიხის მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნიკო მარის, ხევსურეთის, სააკაძის, ჯანელიძის და მეჯვრისხევის ქუჩების მცხოვრებელბს.

ვაკის რაიონში 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია