რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა

რატომ უჭირთ ქართველ ექიმებს ზუსტი დიაგნოზის დასმა

"დედა მიწევს რეანიმაციაში, სასწრაფომ კლინიკური ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიგვიყვანა ორი სავარაუდო დიაგნოზით: ფარული სისხლდენა და ინსულტი.­ საბედნიეროდ, არც ერთი არ დადასტურდა, მაგრამ ისეთმა პრობლემამ­ იჩინა­ თავი, რომელიც საავადმყოფოში შეყვანისას არ ჰქონია. ამიტომ სხვა კლინიკაში გადასა­ყვანად ვეძებ ფართო პროფილის საავადმყოფოს თერაპიული განყოფილების რეანიმაციას, კარგი რეანიმატოლოგით, რომელიც მიხვდება, რატომ შეექმნა დედას პრობლემა...­ დავიარე თბილისის საავადმყოფოები და აღმოჩნდა, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში­ ადგილი არ იყო. რა ხდება, სრულიად საქართველო რეანიმაციაშია?" - სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ამ წერილის ავტორი ერთადერთი არ არის, ვინც სანთლით დაეძებს ექიმს, რომელსაც ზუსტი დიაგნოზის დასმა და სწორი მკურნალობა შეუძლია.

მსოფლიოში ცნობილი ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მერაბ კილ­აძე:

- ამერიკაში ჩაატარეს ექს­პერიმენტი:­ რეზიდენტებს მისცეს 20 პაციენტის ლაბო­რ­ატორიული ანალიზის პასუხები და აპარა­ტ­ურით ნაჩვენები მასალები. დიაგნოზი მათ 25%-იანი სიზუსტით დაადგინეს... გამოცდ­ი­ლ­მა ექიმებმა იმავე პაციენტებთან მხოლ­ოდ­­ გასაუბრებით 85%-იანი შედეგი მიიღეს,­ დიაგნოსტიკური­ კვლევით კი ­99%-იანი სიზ­უ­სტით დასვეს დიაგნოზი. კვალიფიკაციისთვის აუცილებელია მაღალი დონის განათლება და გამოცდილება. თუმცა, 20-25 წლის წინ მიღებული ცოდნა არ კმარა. თანამედ­რ­ოვე მედიცინა უსწრაფესად ვითარდება და თუ ფეხდაფეხ არ მიჰყევი, კონკურენტუნარ­იანი ვერ იქნები. ­ამერიკაში,­ უმაღლესი სასწა­ვლებლის ბიბლიოთეკაში, სტუდენტს არავინ მისცემს 25 წლის წინ გამოცემულ წიგნებს, რადგან მათი კითხვა დროის და­კ­არგვად მიაჩნიათ, ჩვენთან კი განათლებას­ ხშირად ძველი სახელმძღვანელოებით იღებენ. თანამედროვე განათლების მიღებას მხოლოდ ისინი ახერხებენ, ვინც საკუთარი­ სახსრებით შეძლო უცხოეთში წასვლა. ჩვენთან ზუსტი დიაგნოზის დასასმ­ელად არ არსებობს უმაღლესი კლ­ასის სადიაგნოსტიკო საშუალებები, უახლესი­ ტექნოლოგიები.

ეს არის ფუფუნება, არც ერთ­­ კლინიკას არ შეუძ­ლია ორმი­ლიონევროიანი­ დანადგარის შეძენა. რომც შეიძ­ი­ნონ, კვლევ­ებს იმ ფასს ვერ დაადებენ, რომ დანახარჯი­ კი არა, ექსპლუატაციის ხარჯები მაინც ამოი­ღო. 2002 წელს თურქეთში კერძო კლინიკამ მიიწვია ცნობილი ამერიკული ორგანიზაცია, რომელსაც სამედიცინო მომს­ახურების ხარისხის მენეჯმენტი უნდა შეეცვალა. კლინიკა ნელ-ნელა დასავლურ სტანდარტებზე გადაეწყო და ძალიან პოპულარული გახდა. სახელმწიფომ გადაწყვიტა, ეს სტანდარტები სავალდებულო გაეხადა ყველა თურქული კლინიკისთვის. შედეგად მიიღეს უაღრესად­ განვითარებული სამედიცინო სფერო.

ცოტა ხნის წინ ირანში გახლდით, კონფ­ერენციაზე. წარმოუდგენელი რამ ვნახე: უმნ­ი­შვნელოვანესი ტექნოლოგიური დანადგარების 90%-ს თვითონვე ამზადებენ. ამასთან, ჰყავთ საუკეთესო ექიმები. თურქეთის და ირანის ხელისუფლებები ყველაფერს აკეთებენ, რომ ექიმებმა ბრიტანეთსა თუ ამერ­იკაში მიიღონ სამედიცინო განათლება და პრაქტიკული გამოცდილება. რუს მედიკოს­ებს ამპარტავნებამ სძლია და მიიჩნევენ, რომ ისედაც ყველაფერი იციან. შეს­აბამისად, რუსი სპეციალისტების მუშაობის­ ხარისხიც შესუს­ტდა, რუსი პაციენტები კი საქართველოში ჩამოდიან ოპერაციის გასა­კ­ეთებლად. მათ აქვთ ინფორმაცია ჩვენი საუკეთესო სპეციალისტების შესახებ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია