"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის

"მალე ნინისაც წამართმევენ" - 6 შვილის დედა სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის

"რომ დათვრებოდა, ყველას გვცემდა. ბევრჯერ უბნის რწმუნებული და სოფელი ჩარეულა ჩვენს ურთიერთობაში. ყველაფერზე შეეძლო ეჩხუბა. თუ ჩხუბის დროს ხმას არ გასცემდი, მაშინაც ცემას იწყებდა, რამდენჯერ გამომკიდებია ცელით მოსაკლავად..."

ნათელა გ. 3 წელზე მეტია სასჯელს ქმრის მკვლელობისთვის იხდის. მკვლელობა ერთ-ერთ სოფელში მოხდა. მართალია მას ბრალი არ უღიარებია, მაგრამ სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო და ქმრის მკვლელობისთვის 9 წელი მიუსაჯა. 38 წლის ქალმა დაკავების შემდეგ ციხეში შეიტყო, რომ ის მეექვსე შვილზე იყო ფეხმძიმედ. ღუდუშაურის საავადმყოფოში იმშობიარა, გოგონა ჯანმრთელი დაიბადა, ნათელაც სამშობიაროდან, ჩვილთან ერთად, ისევ ციხეში დააბრუნეს. პატარა გისოსებს მიღმა იზრდება. ნინის მსგავსად, ქალთა დაწესებულებაში, სულ 5 ბავშვი იზრდება.

ისინი დედათა და ბავშვთა საცხოვრებელ კორპუსში ცხოვრობენ. საგანგებოდ მოწყობილია მათთვის ერთსართულიანი სახლი, სადაც თითოეულს თავისი ოთახი აქვს. საცხოვრებელი კორპუსის წინ საბავშვო ატრაქციონია, სადაც პატარები თამაშობენ. ცალკეა მათთვის სათამაშო ოთახი. შესასვლელში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი დიდი სამზარეულოა, დედები შვილებს საჭმელს თვითონ უმზადებენ. ერთი სიტყვით ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ პატარებმა თავი ოჯახურ გარემოში იგრძნონ. კანონით განსაზღვრულია, თუ პატარა ციხეში გაჩნდა, დედას შეუძლია ის 3 წლამდე თავის გვერდით ჰყავდეს, ამის შემდეგ აუცილებელია პატარამ ციხის კედლები დატოვოს. როცა 3 წლის გახდება, საქმეში სოციალური სააგენტო ერთვება, ბავშვი ან მინდობით აღზრდაში გადადის, ან ის მიჰყავს ნათესავებს და დედის ციხიდან გამოსვლამდე ისინი უვლიან პატარებს.

გავა წლები და ალბათ ნათელას ნინისთვის და მისი და-ძმებისთვის მოუწევს იმის ახსნა, თუ რა მოხდა და რატომ მოკლა ქმარი. მსჯავრდადებული ქალი ამბობს, რომ ის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო.

ნათელა:

- პირველ რიგში, მინდა, ჩემი შვილები აქედან გავამხნევო, კიდევ გაუძლონ მარტოობას, იმედი მაქვს, მალე გავალ აქედან და ჩემს მონატრებულ შვილებს ჩავეხუტები. 3 წელზე მეტია აქ ვარ და ისინი არც ერთხელ არ მოსულან ჩემ სანახავად. აქ დაიბადა ჩემი ნინი, მასზე ზრუნვას ვაყოლებ გულს და სხვების მოსაფერებელსაც მას ვეფერები. ნინი უკვე 2 წლის და 3 თვის არის, მალე შვილსაც წამართმევენ, რასაც ძალიან განვიცდი. 3 წლის რომ გახდება, აუცილებლად უნდა წავიდეს ბავშვი აქედან. არ მინდა მინდობით აღზრდაში გადასცენ, მინდა დედაჩემმა წაიყვანოს. ვიცი, ის მიხედავს.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია