აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდა

აქციის მონაწილეებს განათლების მინისტრის მოადგილე შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან მიმდინარე აქციაზე მონაწილეებთან შესახვედრად მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე გამოვიდა. მან დეპუტატ კობა სუბელიანსა და მედიის წარმომადგენლებს მინისტრ თამარ სანიკიძესთან შეხვედრა შესთავაზა.

მინისტრის მოადგილე დაინტერესდა და დეპუტატ კობა სუბელიანს ჰკითხა, რა შეიცვალა ერთი წლის შემდეგ, რაც პარლამენტმა მოქმედი კანონი მიიღო. რაზეც კობა სუბელიანმა უპასუხა, რომ ის იზიარებს ხუთწლიანებთან დაკავშირებულ მოსაზრებას, თუმცა აქ საუბარია ორ დღეზე.

"ორ დღეზე ნუ გაჯიუტდებით. ჩემი რჩევა იქნება", - უთხრა კობა სუბელიანმა გიორგი შარვაშიძეს.

მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ბავშვების უფლებების დაცვა მათი პრიორიტეტია, რასაც აქციაზე ხმაური მოჰყვა. მშობლების თქმით, ისინი თავად გადაწყვეტენ, შეიყვანონ თუ არა შვილები სკოლაში.

საინიციატივო ჯგუფის წევრები მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ. გიორგი შარვაშიძემ ხაზი გაუსვა, რომ აქ არის ორი სხვადასხვა თემა - ერთია მშობლების, მეორე – წმინდა პოლიტიკური თემა.

"ბავშვი მრჩება გარეთ. რა შუაშია პოლიტიკა", - აღნიშნა ერთ-ერთმა მშობელმა.

საბოლოოდ, კობა სუბელიანი მინისტრთან შესახვედრად არ შევიდა. თამარ სანიკიძე ამ წუთებში საკითხთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარს აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია