კახა ბენდუქიძის შვილის გულახდილი ინტერვიუ, რომელიც ატირებულმა დაასრულა: ყველაფერი, რაზეც ანასტასიას ჯერ არ უსაუბრია

კახა ბენდუქიძის შვილის გულახდილი ინტერვიუ, რომელიც ატირებულმა დაასრულა: ყველაფერი, რაზეც ანასტასიას ჯერ არ უსაუბრია

25 წლის ნასტია მამაზე P.S.-თან საუბრობს. ის მოსკოვში ცხოვრობს და შესაბამისად, მათი ურთიერთობა ყოველდღიური არ იყო. ანასტასია განჩაროვა ამბობს, რომ ისინი ერთმანეთს ძირითადად, საზღვარგარეთ ხვდებოდნენ.

"სულ თან დაჰქონდა პატარა ჩანთა, რომლითაც წამლებს და სველ ხელსახოცებს ატარებდა. ერთხელ გადავწყვიტეთ, ჩვენი გარიგება ფურცელზე დაგვეწერა და რომელიც უფრო სწრაფად დავიკლებდით წონაში, გამარჯვებულიც ის იქნებოდა. ეს ფურცელი ამ პატარა ჩანთაში ჩავუდე. ერთი თვის შემდეგ ვნახე, რომ ამ წერილს კვლავ დაატარებდა, თითქოს ჩემი პატარა ნაწერი სულ მასთან იყო. რაც შეეხება გახდომას, სერიოზულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა არ ვიცი, ჩემი ბრალი იყო თუ არა...

ერთხელ ძალიან ვიჩხუბეთ და გავებუტე. ამის შემდეგ ეს წერილი მომწერა: "ჩემო მზეო, დამელაპარაკე. ხანდახან გიყვირი, იმიტომ რომ მგონია, ძლიერი ხარ და შეგიძლია, შენ თვითონ შეგიძლია განაგო შენი ბედი. ამორფატი".

ამორფატი ლათინურად ბედისწერის სიყვარულს ნიშნავს. ეს ფრაზა ძალიან დამეხმარა მას შემდეგ, რაც მამა აღარ იყო. არაფრის შეცვლა აღარ შემეძლო და გადავწყვიტე, ვიცხოვრო ისე, რომ ჩემით იამაყოს. ახლა, მგონი ამაყობს ჩემით, რადგან სულ ცოტა ხნის წინ "გუგლში" მუშაობა შემომთავაზეს და ეს გაუხარდებოდა...

ხუთი ძირითადი დავალება მომცა:

1 - უნდა გავხდე; წონა ორივეს პრობლემა იყო;

2 - უნდა მივიღო საბაზისო განათლება, რადგან ჩემი განათლება არ აკმაყოფილებდა;

3 - უნდა მესწავლა ქართული;

4 - გამეკეთებინა ჩემი ბიზნესი, რომელიც სტაბილურ შემოსავალს მომიტანდა;

დაბოლოს, 5 - უნდა მოვმკვდარიყავი ბედნიერად, ყოველგვარი წვალების გარეშე...

ყველაფერ ამაზე ვმუშაობ: ვსწავლობ ქართულს, ვისწავლე სიტყვები - "გამარჯობა", "როგორ ხარ?", "ძალიან გემრიელია", "გამანებე თავი" და "ნამცხვარი", რომელიც ძალიან მიყვარს, ამით მამას ვგავარ.

ძალიან რთულია, მე არ მჯერა, რომ აღარ არის. მგონია, რომ ისევ წავიდა გვატემალაში, ალბანეთში ან უკრაინაში და ისევ ფიქრობს იმაზე, როგორ გადაარჩინოს მსოფლიო...გინახავთ "ბარონ მიუნჰაუზენი"? აი, მამასაც ეს დაემართა. სინამდვილეში, ის სხვა ქვეყანაში წავიდა. მის წინააღმდეგ იყო პოლიტიკური დევნა. ის ახლა აქტიურ დიეტაზეა, ებრძვის წონას და ახალ გეგმებს ალაგებს. რამდენიმე ხნის შემდეგ ჩვენ აუცილებლად შევხვდებით...", - ამბობს ანასტასია განჩაროვა.

იხილეთ ანასტასია განჩაროვას პირადი ფოტოები

ტექსტი მომზადებულია "P.S."-ის სიუჟეტის მიხედვით.

სტატიის ფოტო: კადრი "P.S."-ის სიუჟეტიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია