თავდაცვის სამინისტრო "ჯი დი ესს" ტროტილით, ტყვიამფრქვევით და სხვა საბრძოლო რესურსებით დაეხმარება

თავდაცვის სამინისტრო "ჯი დი ესს" ტროტილით, ტყვიამფრქვევით და სხვა საბრძოლო რესურსებით დაეხმარება

თავდაცვის სამინისტრო "ჯი დი ესს" სერიალების გადასაღებად ტროტილით, ტყვიამფრქვევით და სხვა საბრძოლო რესურსებით დაეხმარება.

GDS TV-ის მხარდასაჭერად თავდაცვის სამინისტროს მიერ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ განკარგულება საქართველოს მთავრობამ გამოსცა.

როგორც მთავრობის განკარგულებაშია ნათქვამი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ "ჯი დი ესს", სერიალ "ტიფლისის" მეორე სეზონისა და მასთან ერთად, ახალი ისტორიული ჟანრის მხატვრული მრავალსერიანი ფილმის, "ქერჩის" გადაღების მიზნით, სათანადო დახმარება უნდა გაუწიოს და განსაზღვრული რესურსებით უზრუნველყოს. კერძოდ, ეს რესურსია: 10 კგ ტროტილი, 50 კაფსულ-დეტონატორი (კდ8), 30 ცალი ელ. დეტონატორი, 100 ცალი სადეტონაციო ზონარი, 5 000 ფუჭი ვაზნა და 10 კგ შავი დენთი. გარდა ამისა, "ჯი დი ესს" დროებით სარგებლობაში 3 ერთეული ტყვიამფრქვევი და 6 ცალი ვაზნის ლენტი გადაეცემა.

მთავრობის განკარგულება 24 აპრილით არის დათარიღებული და იგი ვებ-გვერდზე დღეს გამოქვეყნდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია