მკვლელი ტრაილერები საქართველოს გზებზე: 185 ავტოსაგზაო შემთხვევა და 19 ადამიანი გარდაცვლილი ერთ წელში

მკვლელი ტრაილერები საქართველოს გზებზე: 185 ავტოსაგზაო შემთხვევა და 19 ადამიანი გარდაცვლილი ერთ წელში

ბოლო პერიოდში ტრაილერის მძღოლების დაუდევრობას არაერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო შემთხვევა ხაშურთან რამდენიმე კვირის წინ მოხდა. ტრაილერი ორ მოზარდს დაეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი ადგილზე გარდაიცვალა. Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ტრალიერის მძღოლების მონაწილეობით რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ინფორმაცია შსს-გან გამოითხოვა.

როგორც უწყებისგან Ambebi.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 2014 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 3.5 ტონაზე ნაკლები ტვირთამწეობის მქონე სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების მონაწილეობით 113 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3.5 ტონაზე მეტი ტვირთამწეობის სატრანსპორტო საშუალების მონაწილეობით 185 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 19 ადამიანი დაღუპა.

Ambebi.ge შეეცადა მოეპოვებინა სტატისტიკა, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ საბოლოოდ ასეთ შემთხვევებზე დაკავებული მძღოლების საქმეზე; რამდენი დარჩა პატიმრობაში და სასჯელის რა ოდენობა განესაზღვრათ მძღოლებს, თუმცა სასამართლომ სტატისტიკა ვერ მოგვაწოდა. უწყების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევებთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ინფორმაცია არ მუშავდება.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია