ავტორი:

"27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, მაგრამ გეგმებს გავუსწარი..." - ლევან ჯიბღაშვილის საარქივო ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ იშოვა მილიონი

"27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, მაგრამ გეგმებს გავუსწარი..." - ლევან ჯიბღაშვილის საარქივო ინტერვიუ, სადაც ყვება, როგორ იშოვა მილიონი

30 წლის მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილი სკანდალური იმიჯით ყოველთვის გამოირჩეოდა, თუმცა მის ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ის რამდენიმე დღის წინ ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, მესამე დღეს კი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გთავაზობთ საარქივო ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა "რეიტინგმა" მსახიობთან 2015 წელს ჩაწერა. ინტერვიუში ჯიბღაშვილი ყვება, როგორ იშოვა პირველი მილიონი:

ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე

9-10 საათისთვის ვდგები, დიდხანს ძილი ცუდად მოქმედებს ჩემზე, ამიტომ არასდროს ვჩერდები ლოგინში შუადღის 3 საათამდე. ჩემი განწყობა დამოკიდებულია მზეზე, თუ ამინდი ხელს მიწყობს, დილიდანვე პოზიტიურად ვარ განწყობილი. ვრთავ მუსიკას, უმეტესწილად უცხოურ რადიოს, რადგან ჩემი გემოვნების შესაფერის სიმღერებს აჟღერებენ, ხელში ვიღებ აიპადს, შევდივარ სოციალურ ქსელში, ვეცნობი გასული დღის ინფორმაციას და სიახლეებს. ამის შემდეგ ვარჩევ სამოსს და ვბანაობ.

აბაზანიდან გამოსული ვიცვამ, აუცილებლად ვიკეთებ ჩემს განუყოფელ აქსესუარებს, საათსა და სათვალეს, და სამზარეულოსკენ მივიჩქარი, რომ საუზმობა მოვასწრო. ყველაფერს ჩემით ვიმზადებ, მენიუში შედის ჰერკულესის ფაფა ან წიწიბურა, ასევე მიყვარს კარაქიანი პური და თაფლი. ჩემს გემოვნებაში არ ჯდება ყავა, კოფეინს მწვანე ჩაის ვამჯობინებ. ბოლოს აუცილებლად მივდივარ ხატებთან, ვლოცულობ და ვტოვებ სახლს.

უჩვეულო კომბინაცია - სამუშაო და ვისკი

ჩემი სამუშაო განრიგი განსაზღვრული არ არის. თუ ვიღაც ექვს ან რვა საათზე ამთავრებს სამსახურს, მე ეს ფუფუნება არ მაქვს. მაგალითად, გუშინ 2-ის ნახევარზე დავემშვიდობე ბოლო პარტნიორს. ყველა შეხვედრას ვგეგმავ არასამსახურებრივ გარემოში: ვისკიზე, ფინჯან ყავაზე, დესერტზე ან სიგარაზე.

თარსი დღე... ვიღაცამ საბურავი შეგნებულად დააზიანა?!

საცობებიდან გამომდინარე შეხვედრებზე სულ მეჩქარება, გუშინაც მაგვიანდებოდა. როგორც იქნა, დანიშნულების ად-გილამდე მივაღწიე. საქმიანი შეხვედრიდან რომ დავბრუნდი, უსიამოვნო სიურპრიზი დამხვდა, საბურავი ბოლომდე დაშვებული იყო. ან რაღაცას გადავუარე, ან შეგნებულად გაჭრეს. საბურავის გამოცვლამ დიდი დრო წაიღო, ამიტომ კვლავ ვერ გამოვიჩინე პუნქტუალურობა. Mმანქანა სისწრაფეში უყურადღებოდ დავაყენე. მოგვიანებით უკუსვლისას ე.წ. "შიტოკი" ბორდიურს გავკარი და ჩამოვაგდე. დღის მეორე ნახევარში სარკეც გავტეხე. საშინელ ხასიათზე დავდექი. აღარაფერი მინდოდა!

"მეზობლის ქალს ხელს ნუ ახლებ, ისიც შინაურია!"

კარის მეზობელთან არასდროს მიფლირტავია, მაგრამ სხვა მეზობელი გოგონების მიმართ სიმპათია გამომივლენია. ჩემთვის ფლირტი არსებულ სიტუაციაში დადებითი ემოციების გაცვლა და ინტერესის გამოვლენაა. ფლირტი შეიძლება, იმ დღესვე დამთავრდეს, ის ქალი კი ვერასდროს ნახო. ძალიან აზარტული კაცი ვარ, გოგონასთან ურთოერთობასაც აზარტულად ვუდგები. შეიძლება, გვერდით მაგიდაზე უცნობ ქალიშვილს თვალებით ვეფლირტაო. ჩემი აზარტულობის გამო ერთხელ მკითხეს, ვთამაშობ თუ არა ტოტალიზატორში, ვუპასუხე, რომ არასდროს ვყოფილვარ კაზინოში, თუმცა ერთხელ ვიშოვე ფული და მას მერე ვეღარ ვანებებ თავს.

"პიტბული", რომელიც დასახულ მიზანს მუდამ აღწევს!

27 წლის ასაკში მილიონერობა მსურდა, გეგმებს წინ გავუსწარი და 26 წლისამ ხელი მოვაწერე მილიონნახევრიან კონტრაქტს. ერთი პერიოდი სასულიერო სემინარიაში მსურდა სწავლა, მაგრამ გავაანალიზე, რომ ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგე-ბლობაა. დღევანდელი გადმოსახედიდან არ მომწონს, როდესაც ცხოვრების უდიდეს ნაწილს ერის მსახურებაში ატარებენ, შემდეგ კი სასულიერო სფეროში გადადიან. ხშირ შემთხვევაში ადამიანები არ იცვლებიან. იცვამენ ანაფორას, მაგრამ მათი ხასიათი იგივე რჩება წაიკითხეთ ვრცლად

13 ივნისის ტრაგედიიდან 6 წელი გავიდა

რაზე შეთანხმდნენ ევროკავშირის ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე - ვარლამ გოლეთიანის კომენტარი

"ნიუ ჰოსპიტალსის" ეზოში ავარიის შედეგად დაშავებული ადამიანებიდან კიდევ ერთი გარდაიცვალა