წამლების გაძვირება გარდაუვალია - უსიამოვნო სიახლეს მომავალი კვირიდან ელიან

წამლების გაძვირება გარდაუვალია - უსიამოვნო სიახლეს მომავალი კვირიდან ელიან

მომავალი კვირიდან, შესაძლოა, მედიკამენტები ისევ გაძვირდეს. ფასის ზრდა იმაზე იქნება დამოკიდებული, ეროვნული ვალუტის კურსი იმავე ნიშნულზე დარჩება თუ უფრო მეტად გაუფასურდება. ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, რომ მატება იქნება, მაგრამ არა - საგანგაშო. იანვრიდან დღემდე კი წამლების გარკვეული ნაწილი 12-15%-ით უკვე გაძვირდა.

ლარის დევალვაცია არა მარტო პირველადი მოხმარების საგნების ფასზე, არამედ მედიკამენტებზეც აისახა და თანაც მყისიერად. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის მარტში, გასული წლის მარტთან შედარებით, ჯანდაცვაში ფასები 6%-ით გაიზარდა. გაძვირდა სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობები, განსაკუთრებით კი - წამლები. რაც შეეხება თებერვალს, ჯანდაცვის მომსახურება 2014 წლის თებერვალთან შედარებით 6,4 %-ით გაიზარდა.

ასეთი ტენდენციის გამო სადაზღვევო კომპანიებმა ჯანმრთელობის დაზღვევა უკვე გააძვირეს, თუმცა თვალში საცემად ჯერ არა. პოლისების გაძვირების მიზეზი კი მედიკამენტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე ფასების მატებაა. მედიკამენტების გაძვირების პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. როგორც ფარმაცევტულ კომპანიებში ამბობენ, ფასმა, შესაძლოა, 5%-თ მოიმატოს.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია