ქართველი ქალები - შაჰ-აბასის სისუსტე...

ქართველი ქალები - შაჰ-აბასის სისუსტე...

აღმოსავლურ ქვეყნებში ჰარამხანა ერქვა სახლს, რომელშიც ოჯახის უფროსი თავის ქალებთან, მონებთან და შვილებთან ერთად ბინადრობდა.

ჰარამხანას დასაჭურისებული მონები იცავდნენ. პირველად კასტრაცია (ანუ სასქესო ორგანოს მოკვეთა) ძველ ასურეთში შემოიღეს, მერე - ირანშიც, ამის შემდეგ კი ანატოლიიდან, სირიიდან საბერძნეთსა და რომშიც კი გავრცელდა. თავდაპირველად ჰარამხანებს თეთრკანიანი საჭურისები იცავდნენ, მაგრამ გამოცდილებამ უჩვენა, რომ თეთრკანიანი ბიჭები გაცილებით რთულად იტანდნენ ამ ოპერაციას და მათი უმრავლესობა, კასტრაციის შედეგად, მალევე იღუპებოდა. ამ მხრივ შავკანიანები გაცილებით გამძლენი აღმოჩნდნენ.

ყველაზე ცნობილი - ოტომან სულთანთა ჰარამხანები იყო, თუმცა, მათ არ ჩამორჩებოდნენ აბასიდებისა და სელჩუკების "ბედნიერების სახლებიც".

თავდაპირველად ჰარამხანაში მხოლოდ მონები ჰყავდათ, ცოლებად კი დიდგვაროვნებს ირთავდნენ. მოგვიანებით სიტუაცია შეიცვალა და ჰარამხანის ბინადრებზეც დაიწყეს ქორწინება. მას შემდეგ, რაც ჰარამხანაში მონების ცოლად მოყვანის ტრადიცია დამკვიდრდა, უპირატესობით ქართველი და ჩერქეზი ქალები სარგებლობდნენ. საერთოდ, კავკასიელი გოგონები მთელ აღმოსავლეთში განთქმულნი იყვნენ სილამაზით. ამიტომაც ჰარამხანები ძირითადად მათ ხარჯზე ივსებოდა.

ამ მხრივ გამონაკლისი არც შაჰ აბას პირველის ჰარამხანა ყოფილა, რომელშიც ხუთასამდე ქალი ბინადრობდა. მათგან უმრავლესობას კავკასიელები შეადგენდნენ, ამ კავკასიელ ლამაზმანთა შორის კი ქართველები ჭარბობდნენ.

ქართველი მეფეები, ისევე როგორც შირვანისა და სომხეთის გამგებლები, შაჰს ყოველწლიურად უგზავნიდნენ გარკვეული რაოდენობის ქართველ, სომეხ და ჩერქეზ ქალებს, რომელთაგან 3-4 მეფური შთამომავლობის წარმომადგენელი მისი კანონიერი მეუღლე ხდებოდა; დანარჩენთაგან რჩეულებს, მისი გემოვნებით, ჰარამხანაში ტოვებდა, ნაწილს კი თავის სარდლებს უგზავნიდა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია