ანი ტყებუჩავას პირველი დეპრესია, პირველი უთანხმოება მშობლებთან და პირველი შეხვედრა ნინას დაქალებთან

ანი ტყებუჩავას პირველი დეპრესია, პირველი უთანხმოება მშობლებთან და პირველი შეხვედრა ნინას დაქალებთან

მსახიობმა ანი ტყებუჩავამ ცოტა ხნის წინ შვილის 1 წლის იუბილე იზეიმა. გოგონა საკუთარ დაბადების დღეზე კარგად გაერთო, ტორტიც მოეწონა და საჩუქრად მიღებული საცურაო კოსტიუმიც მოირგო.

გაცელქებულ ნენეს თვალებში ნაპერწკლები უბრწყინავს და გარშემო მყოფებს თავისი არსებობით აბედნიერებს...

- გაიხსენე პირველი შეხვედრა ნინას დაქალებთან...

- სერიალის "ქუდების" ჩაწერისას: პირველ "თრეილერში" თინას პერსონაჟს ფეხზე "აფხრეწვას" ვუკეთებთ (იცინის), მეორეში - ინტერნეტიდან გამოწერის თემაზე ვსაუბრობთ. ისე ვქაქანებთ, სრული "დომხალია"! მესამე ვიდეოში სამივე ვმღერით. მოგეხსენებათ, ასეთი ტრადიცია "გვაქვს": რამდენჯერაც "დავთვრებით", იმდენჯერ "გავყროყინებთ". "დაქალებს" შორის, სიმღერა ყველაზე ცუდად მე გამომდის (იცინის).

- პირველი სიგარეტი...

- ოზურგეთში მოვწიე (იცინის). იმედია, ამას ბავშვები არ წაიკითხავენ... მაშინ მეხუთე-მეექვსე კლასელი ვიყავი. მახსოვს, სიგარეტი მამას მოვპარე და გავსინჯე. რა თქმა უნდა, დედამ გამომიჭირა (იცინის). გაოცდა: - ეს რა გააკეთეო?! უცებ ვერაფერი მოვიფიქრე. ერთი კლასელი მყავდა, რომელიც დედას საშინლად არ მოსწონდა. ჰოდა, მას დავაბრალე: იმან მომაწევინა-მეთქი. ასე თავხედურად მოვიქეცი. აფერისტობა მეყო და უდანაშაულო ბავშვს ბოროტულად დავაბრალე.Mმეგონა, თუკი ასე მოვიქცეოდი, ჩემი სასჯელი შემსუბუქდებოდა.

- პირველი უთანხმოება მშობლებთან...

- მშობლები ჩემი მეგობრები არიან. უფრო ხშირად, მამასთან ვკამათობდი ხოლმე, ტვინს "ვუბურღავდი": დედა არაფერს ეუბნებოდა, მე კი ცოლივით თავზე დავადგებოდი და შენიშვნებს ვაძლევდი, - ეს ასე კი არა, ისე უნდა გააკეთო-მეთქი და ა.შ. ათას სისულელეს ვუხსნიდი, ერთსა და იმავეს ვიმეორებდი ანუ ძირითადად, იმას ვამბობდი, რასაც თეატრალურ უნივერსიტეტში ჩემი ჯგუფელები ამბობდნენ, რომლებიც თავის მხრივ, ვიღაცის ნათქვამს იმეორებდნენ.

- პირველი დეპრესია...

- საერთოდ, დეპრესიული სექტემბერში და ივლისის დასაწისში ვხდები: სექტემბერში, დასასვენებლად წასული უკან რომ ვბრუნდები, უენერგიოდ ვარ, მოწყენილობა მიპყრობს, ივლისის დასაწყისში კი ქალაქიდან ყველა გადის, მე კი ამას ვერ ვახერხებ სხვადასხვა მიზეზის გამო... ალბათ, პირველი დეპრესია ერთი სკოლიდან მეორეში ჩემს გადასვლას უკავშირდება: მახსოვს, ეს ამბავი ძალიან განვიცადე. სკოლა იმიტომ შევიცვალე, რომ ძაღლი გამომეკიდა, ვიღაც ბიჭიც გადამეკიდა... მერე დედამ მითხრა, - წამოდი, შვილო, აქვე ახლოს გადასარევი სკოლაა და იქ იარეო. ერთადერთი, რითიც "შემაბეს", ის იყო, რომ ახალ სკოლაში გაკვეთილები შუადღისას მექნებოდა და დილით დაძინებას მოვახერხებდი (იცინის).

- ბიჭის გადაკიდებისა და ძაღლის გამოკიდების ამბავი მოგვიყევი.

- ის ბიჭი ყვავილებითა და დანა-ჩანგლით კი არ დამდევდა, მაგრამ ხომ იცით, სკოლის უკან ბიჭები რომ დგანან, სიგარეტს ეწევიან, გოგონას მიმართ გარკვეულ ყურადღებას გამოხატავენ? როცა ამის შესახებ შინ დამცინავად ვთქვი, მშობლებმა არ შეიმჩნიეს, მაგრამ გაითვალისწინეს...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია