"ბანკის ვალი ყველას გვაქვს" - როგორ აისახა ეკონომიკური კრიზისი ცნობილებზე

"ბანკის ვალი ყველას გვაქვს" - როგორ აისახა ეკონომიკური კრიზისი ცნობილებზე

დოლარის კურსის აწევამ პროდუქტებზე, წამლებზე, საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა ჩვენს ქვეყანაში ისედაც რთული ეკონომიკური მდგომარეობა. შევეცადეთ გაგვერკვია, როგორ აისახა ცნობილი ოჯახების ბიუჯეტზე ფასების ზრდა და რას ფიქრობენ ამ საკითხზე.

ხატია სიჭინავა:

- თითქმის მთელ საქართველოს აქვს სესხი ბანკში და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი, დოლარის კურსის ზრდის შედეგად კი გასამმაგებულად ვიხდით. ამასთან ერთად, კომუნალური გადასახადებიც რატომღაც წინა წელთან შედარებით მეტი მოდის, საკვებზე ფასების ზრდაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. არ მეგულება ოჯახი, ვისზეც ამ მდგომარეობამ გავლენა არ იქონია.

- პროდუქტი, წამლები, საწვავი – ყველაზე მეტად რისი ფასის გაზრდამ შეგაწუხა?

- ზოგადად ეს სამი რამ, ყველა ოჯახში გაერთიანებულია, ვერც ერთის გარეშე ვერ იარსებებს ადამიანი. ბაზრობას ვსტუმრობ ხოლმე, ადრე რაც 100 ლარი მიჯდებოდა, ახლა იმავეს შესაძენად 200 და მეტი მჭირდება, ადვილად მისახვედრია, რომ ყველაფერი გაძვირდა და ამან ადამიანების განწყობაზეც იმოქმედა. ყველას უიმედო, ნერვიული გამომეტყველება აქვს, ხალხი იმაზე ფიქრობს და დარდობს, როგორ აირიდოს თავიდან ეს კრიზისი. შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო განწყობა ნერვიულია.

- ხატია, ბავშვები დაგყავს ალბათ სხვადასხვა წრეზე ან თუნდაც კერძო საბავშვო ბაღში. იქაც ხომ არ მოიმატა გადასახადებმა?

- კი, ბაღის გადასახადმა 50 ლარით მოიმატა. ბავშვი ისეთი საკითხია, ვერაფერს მოაკლებ, მირჩევნია, მე დავიკლო რაღაცები და ჩემს შვილებს ბედნიერი ბავშვობა ვაჩუქო. ჩვენ ასე თუ ისე ვართმევთ თავს, თუმცა ალბათ ბევრია ისეთი ოჯახი, რომელიც ამ მდგომარეობამ, გაზრდილმა ფასებმა ძალიან შეავიწროვა. რუსეთში და მსოფლიო ქვეყნებში უკვე დარეგულირდა დოლარის კურსი, ჩვენთან კი ჯერ კიდევ კოსმოსისკენ აქვს გეზი. იმედია, ადრე თუ გვიან გამოსავალს იპოვის ჩვენი მთავრობა.

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია