როგორ მოვახდინოთ სწორი ინვესტირება შვილებში

როგორ მოვახდინოთ სწორი ინვესტირება შვილებში

ამერიკელი სოციოლოგის დალტონ კონლის რჩევები მშობლებს, როგორ აღზარდოთ წარმატებული შვილები.

თანამედროვე სამყაროში ბავშვის ყოლა საკმაოდ ძვირად ღირებულ "პროექტად" იქცა. ცოტა ხნის წინ აშშ-ში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2012 წელს ამერიკაში დაბადებული ბავშვი საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახს 17-წლამდე 241 080 დოლარი დაუჯდება, შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახებს კი 399 780 დოლარი.

თუმცა, ამერიკელი სოციოლოგი, ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორი დალტონ კონლი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ყველაფერი სხვაგვარდ იყო.

"ისტორია გვიჩვენებს, რომ ბავშვები საოჯახო საქმეებში უფრო აქტიურად იყვნენ ჩართული, მაგალითად, აგროვებდნენ შეშას ან მოჰქონდათ წყალი. ხუთი წლიდან კი მათ საკუთარი ეკონომიკური წვლილი შეჰქონდათ ოჯახის საქმიანობაში", - აღნიშნავს დალტონ კონლი, რომელიც თავის წიგნში "მშობლების მეცნიერება: ყველაფერი, რისი ცოდნაც გინდოდათ, თუ როგორ აღგეზარდათ სწორად შვილები, მაგრამ ზედმეტად გადაღლილი იყავით, რომ ეს გეკითხათ" («Parentology: Everything You Wanted to Know about the Science of Raising Children but Were Too Exhausted to Ask») მშობლებს საკუთარ რჩევებს უზიარებს, თუ როგორ აღზარდოთ წარმატებული შვილები.

რამდენი შვილი იყოლიოთ - "მთავარია ხარისხი თუ რაოდენობა? - სწორედ ამაში მდგომარეობს ერთ-ერთი მთავარი სოციოლოგიური აღმოჩენა. შესაძლოა, ეს ძალიან მკაცრად და ცუდად ჟღერდეს, მაგრამ თუ თქვენ ბევრი შვილი გყავთ, დიდია იმის ალბათობა, რომ ყოველი მომდევნო ბავშვი არ იქნება ისეთი წარმატებული, როგორც წინა. თქვენ იცით, რომ საშინაო დავალებების შემოწმებას, ძილის წინ ზღაპრების წაკითხვას, სერიოზულ საუბრებს, დღის რეჟიმის დაცვას და სხვა, ბავშვისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. და კიდევ გახსოვდეთ, რომ ბევრ ბავშვს ბევრი ფინანსები სჭირდება", - წერს დალტონ კონლი.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია