"ჩვენი დაჩაგვრის მოსურნეები უნდა დავაჩოქოთ!"- დიდი რეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

"ჩვენი დაჩაგვრის მოსურნეები უნდა დავაჩოქოთ!"- დიდი რეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა

დიდი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის სამინისტროში განუცხადეს, ბოლო პერიოდში რეზო ჩხეიძე მძიმედ იყო ავად. რეზო ჩხეიძე დაიბადა საბჭოთა რეჟიმის მიერ 1937 წელს დახვრეტილი ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის ოჯახში. უნიჭიერესმა რეჟისორმა საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში მოახერხა წარმატების მიღწევა. არაერთი მსოფლიო მნიშვნელობის ფილმის ავტორი და თანაავტორია.

"ამბები.გე" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დიდი რეჟისორის გარდაცვალების გამო, ვუსმაძიმრებთ ოჯახს და სრულიად საქართველოს. აქვე გთვაზობთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ მის უკანასკნელ ინტერვიუს.

ერთი კეთილი სიტყვის მადლი მთებს დაგაძვრევინებს

რეზო ჩხეიძესთან ფრიდონთან ერთად მივედი, - ის ჩვენი გაზეთის ფოტოგრაფია და "ეკლებზე იჯდა" - გადაღებაზე მაგვიანდებაო! მასპინძელმა კი ბოდიში შემოგვითვალა, - რამდენიმე წუთი შემაგვიანდებაო - ტელეინტერვიუს იწერდნენ თურმე. რამდენიმე წუთი თითქმის ერთ საათად იქცა. ოპერატორებმა, - რა გვექნა, როცა ბატონი რეზო ლაპარაკობს, დროს ვეღარ გრძნობო! მე და ფრიდონსაც ასე დაგვემართა - როგორ შეიძლებოდა, არ მოგვესმინა - გვესაუბრებოდა ცხოვრებაზე, უფრო მეტად კი სიკეთესა და სიყვარულზე... საუბარი კინოთი დავიწყეთ.

- თქვენ გინახავთ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" ან გიორგი ოვაშვილის "სიმინდის კუნძული"? - ეს გენიალური ფილმია! ცრემლს ვერ ვიკავებდი, როცა ორივე ფილმს ვუყურებდი! დაიხსომეთ, ის აუცილებლად ათქმევინებს მსოფლიოს, რომ ქართული კინოფენომენი დაბრუნდა (ამ სიტყვებიდან 3 დღეში ორივე ფილმი "ოსკარზე" წარადგინეს. - ე.ე.). სიტყვა "ფენომენი" განსაკუთრებულს ნიშნავს; ჩვენ, ვისაც არც ისე ბევრი გვიცნობდა, მსოფლიოს სწორედ ამ განსაკუთრებულის შექმნის ნიჭით ვაოცებდით. მახსოვს, სადაც ჩვენს ფილმებს უჩვენებდნენ, ქუჩაში ხალხი ტაშს გვიკრავდა - "ბრავო, ჯეორჯიას!" ძახილით. ვერ ვიკავებ ცრემლს, როცა მეკითხებიან, - ბატონო რეზო, ქართულ კინოს რა მოუვიდაო? ეს მოსკოვშიც მკითხეს. ამ ხნის კაცი დავიბენი, სიტყვა ვეღარ მოვატრიალე და მოვბოდე, - ახალგაზრდა რეჟისორები ახალი იდეებით მოვიდნენ, თავის სტილს ეძებენ, მოძებნიან და კინო იქნება-მეთქი! მაგრამ ასე რომ არ არის... სახელმწიფო კინემატოგრაფს ვერაფერს აძლევს. არადა, ფილმებს დიდი ფულის შემოტანა შეუძლია. გასაგებია, რომ კინო ის ხელოვნება არ არის, სადაც ფულს ერთ ფილმში დახარჯავ და მერე უნდა დაელოდო, როდის მოგაგებინებს მილიონებს, ბევრი სურათი უნდა გადაიღო და რომელიმე უსათუოდ შემოიტანს მილიონებს. როცა კინოსტუდია "ქართულ ფილმს" ვხელმძღვანელობდი, ახალგაზრდა რეჟისორებს წელიწადში 20-25 ფილმს მაინც ვაძლევდი გადასაღებად და არც ერთს იმედი არ გაუცრუებია. ამასთანავე კინო მხოლოდ რეჟისორი და ფული არ არის - ფილმის გადაღებისას ვითარდება მწერლობა, მხატვრობა, მუსიკა, ხელოვნების ყველა დარგი... ჩვენ კი სწორედ ეს გვჭირდება, ხელოვნებით უნდა

ვაჯობოთ ყველას, ჩვენი სული და ძლიერება ხელოვნებაშია, თუკი ამ სულს ჩავახშობთ, აღარაფერი გეშველება... და თუ ოდესმე გამოვფხიზლდით და მისი გაცოცხლება მოვინდომეთ, ამას წლები, ცრემლი და სისხლი დასჭირდება.

რახან სულზე ვლაპარაკობ და ამასაც ვიტყვი: ადრე წესად იყო, ფილმის, გადაღებული მასალის სანახავად ჭკვიან ხალხს ვიწვევდით.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია