"კატასტროფული შედეგი: ქვეყნიდან 740 ათასი ქართველია წასული"

"კატასტროფული შედეგი: ქვეყნიდან 740 ათასი ქართველია წასული"

"გიორგი ვაშაძემ 2007-2009 წლებში მთლიანად გააყალბა დემოგრაფიული მონაცემები"

"რეგიონები იცლება, თუ ასე გაგრძელდა, 15 წელიწადში რაჭა-ლეჩხუმი გაუკაცრიელდება"

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რამაც­ "ხუთმილიონიანი ქვეყნის""მითი საბოლოოდ დაამსხვრია.

თენგიზ ცეკვავა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე:

- წინა აღწერის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის 14,7%-ით კლება დაფიქსირდა­, რაც საგანგაშოა. ეს ციფრი აზუსტებს არსებულ მდგომარეობას და, უპირველესად მიგრაციულ პროცესებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

შემცირებული მოსახლეობის პირობ­ებში დადებითი მაჩვენებელი ის არის, რომ საქართველოში, ევროპის­ ქვეყნებთან შედარებით, შობადობა მაღალია. ჩვენი მონაცემებით, 2014 წელს 61 000 ბავშვი დაიბადა.

ანზორ თოთაძე, პროფესორი, დემოგრაფი:­ - მოსახლეობის აღწერამ კატასტროფული შედეგი მოგვცა. 2002 წლის მონა­ცემებთან შედარებით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომ­ა­რეობით, საქართველოს მოსახლეობა თით­ქმის 15%-ით შემცირდა, რაც ძირითადად, მიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა. ბევრი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში 1989-2002 წლებში. როდესაც ელვისებურად დაიშალა საბჭოთა კავშირი, საქართველოდან ბევრი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი­ წავიდა ისტორიულ სამშობლოში, რაც ასევე­ მძიმე სოციალურ-ეკონომ­იკურმა ფაქტო­რებმა, უკეთესი საცხ­ოვრებელი პირობებ­ის ძიებამ და შეიარაღებულმა კონფლიქტე­ბმა განაპირობა.

თუ 1989 წელს საქართველოში 341 172 რუსი ცხო­ვ­რობდა,­ 2002 წლისთვის მათი რაო­დენობა 100 071-ს შეადგე­ნ­და. სომხების­ რაოდენობა 1989 წელს 437 221, ხოლო 2002 წლისთვის 281 229 კაცით განისაზღვრებოდა. 100 ათასი ბერძენი­დან კი 15 ათასი დარჩა საქართველოში. ბოლო წლებში ქვეყნიდან ძირითადად ქარ­თველები წავიდნენ, რომელთა რაოდენობამ 740 000 შეადგინა.

- მოსახლეობის 30% დედაქალაქში რომ ცხოვრობს, ეს ნორმალური მოვლენაა?

- ჩვენი დედაქალაქი თანდათან თავ­კო­მბალას ემსგავსება. თბილისში ადრე მოსახლეობის 24% ცხოვრობდა...

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია