თბილისის 24-ე სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისის 24-ე სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის განცხადებით, თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენის გამო სწავლის შეწყვეტის საჭიროება არ დგას. როგორც გიგაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაავადების კონტროლის ცენტრმა განათლების სამინისტროს შეატყობინა აღნიშნულ სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შესახებ.

"შეატყობინეს სკოლასაც. დაავადების კონტროლის ცენტრს ისე აქვს სისტემა, რომ ყველა კავშირს იკვლევს, ვისთან ჰქონდათ ამ ბავშვებს კავშირი, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, საკლასო სივრცეში, ასევე ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ხდება მათი გამოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარებთა", - განაცხადა გიგაურმა.

რაც შეეხება თავად სკოლის მიერ გასატარებელ ღონისძიებებს, როგორც გიგაურმა აღიშნა, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განათლების სამინისტროს პერიოდულად აწვდის ამ ღონისძიებების ნუსხას და სკოლები მუდმივად ატარებენ სანიტარულ-ჰიგიენურ აქციებს.

"იმ შემთხვევაში, როდესაც გამოვლენილია კიდევ დამატებითი შემთხვევა, რა თქმა უნდა, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები", - განაცხადა გიგაურმა.

კითხვაზე, დგას თუ არა აღნიშნული ფაქტის გამო 24-ე საჯარო სკოლაში სწავლის შეწყვეტის საჭიროება, გიგაურმა აღნიშნა, რომ სწავლის შეწყვეტის საჭიროება ნამდვილად არ დგას.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია