"დან*რეული აქვს თბილისს, ტრა*ისკენ მიდის ყოველდღე" - რეპერი, რომელიც თბილისს უმღეროდა, დედაქალაქის ზუგდიდელ მერს უმხედრდება

"დან*რეული აქვს თბილისს, ტრა*ისკენ მიდის ყოველდღე" - რეპერი, რომელიც თბილისს უმღეროდა, დედაქალაქის ზუგდიდელ მერს უმხედრდება

ცნობილმა ქართველმა რეპერმა ძვალმა თბილისს მორიგი სიმღერა მიუძღვნა. თუ ადრე რეპერი თბილისის სილამაზეს უმღეროდა, ახალ სიმღერაში ამბობს, რომ ამ ქალაქში გაღვიძება ეშინია და სირცხვილია, რომ თბილისს ზუგდიდელი მერი ჰყავს. Ambebi.ge რეპერს დაუკავშირდა და დაინტერესდა, რატომ გაუჩნდა ამ სიმღერის ჩაწერის სურვილი.

- სიმღერაში ამბობ, სირცხვილია, თბილისს ჰყავდეს ზუგდიდელი მერი. რატომ მიიჩნევ ასე?

- რას ჰქვია, რატო?! ამხელა ქალაქში როგორ ვერ მოძებნეს ერთი კოლორიტი, ვისაც მერად დანიშნავდნენ? ჩემთვის მიუღებელია ეს, ზუგდიდში დაენიშნათ მერად. არათბილისელი თბილისის მერად მიუღებელია. აქცენტიანი მერი ცოტა უხერხულია.

- ვინ მიგაჩნია თბილისის კოლორიტად? ნიკა მელიას კანდიდატურა მისაღები იქნებოდა?

- არ ვიცი, თბილისელი მერი ჯობია არათბილისელ მერს. აზრზზე არა ვარ, ვინ იქნებოდა ქალაქის კოლორიტი. დან*რეული აქვს თბილისს. მე არ ვნიშნავ მერს, ასეთ შემთხვევაში გადავხედავდი და მოვიფიქრებდი, ვინ იქნებოდა კარგი მერი... რთულად არის თბილისის საქმე.

- სიმღერის ტექსტში ამბობ, რომ "ქალაქი გაბოზებულია". ადრეც ასე თვლიდი?

- არ ვიცი, ჩვენს ბავშვობას გულისხმობ? მაშინ არ იყო გაბოზებული ქალაქი...

- კარგ თბილისს როცა უმღერე მაიკო კაჭკაჭიშვილთან ერთად, მაშინ?

- კი, როგორ არ იყო. ხალხს იჭერენ უმიზეზოდ და ეუბნებიან, ნარკოლოგიურში წამოდიო. გაბოზებულია, აბა რა არის? სახლში რომ ბრუნდები ტაქსით და არაფრის გამო მიყავხარ ნარკოლოგიურში ველური ტერორისტივით, ეგ არის გაბოზება. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში ხდება ასე.

- შენ გამხდარხარ ამის მსხვერპლი?

- რა თქმა უნდა, აბა ზღაპრებს ხომ არ მოვყვები? სახლში მოვდიოდი რამდენიმე თვის წინ, სველი გადმოვედი ტაქსიდან, დამხვდნენ და მითხრეს, უნდა შეგამოწმოთო. ვუთხარი, რის გამო მამოწმებ-თქო, იდიოტური კანონებია, ეჭვის საფუძველზე მიყავხარ ნარკოლოგიურში. არანაირი ეჭვი არ არსებობდა. პოპულარული ადამიანი დამინახა გლეხმა და სოფლელმა, ამიტომ გამაჩერა, მეორე დღეს საძმაკაცოსთან რომ ებლატავა.

- მიზანმიმართულად გაკავებენ?

- მარტო მე რომ მიჭერდნენ, ვიფიქრებდი ასე, თუმცა ყოფილა ისეთი შემთხვევები, როცა ათი კაციდან მხოლოდ მე წამიყვანეს. რომელი მორფინისტი მე მნახეს? მარიხუანას 5 გრამი ტარების უფლება ყველა ქვეყანაში შეგიძლია. აქ კი ასეთი იდიოტური კანონებია. ქვეყანაში, სადაც საარსებო მინიმუმი 200 ლარია და ლუდის გამო 500 ლარით გაჯარიმებენ, არასწორია.

- როცა დაგაკავეს დაგაჯარიმეს?

- კი.

- ე.ი. მოწეული გქონდა...

- ერთი თვის წინაც რომ გქონდეს მოწეული, 40 დღე ორგანიზმში რჩება. ძალიან არასწორია ასეთი მიდგომა.

- სიმღერაში ამბობ, რომ საშიშია თბილისში გაღვიძება, რა გაშინებს?

- ეგ სხვა რაღაცაზე ვთქვი. თბილისში რომ იღვიძებ, ბევრი პრობლემა გხვდება; ცხელი წყალი რომ გადაგასხან, ისე გემართება. უპერსპექტივო ქვეყანაა და ტრა*ისკენ მიდის ყოველ დღე.

- მთავრობის ცვლილების შემდეგ გახდა თბილისში გაღვიძება შენთვის საშიში?

- ახლა განსაკუთრებული კრიზისია, მე მთელი ჩემი ცხოვრება ოპოზიციაში ვარ, წინა მთავრობაშიც ასე ვიყავი. პატრიოტი ადამიანი სულ ასე უნდა იყოს, აკრიტიკოს მთავრობა, ნაკლები შეცდომები რომ დაუშვან. ახლა ცხვრების ფარასავით რომ უყურებენ ხალხს, იმიტომ ვართ ამ დღეში.

- კიდევ რა გაწუხებს?

- ღვიძლი მაწუხებს (იცინის). ჩემთვის მთავარი პრობლემა უსამართლობა და ადამიანის უფლებების დარღვევაა, ცხოველებივით ექცევიან ადამიანებს. პოლიციელებიც რომ გაწუხებენ, ეს მთავრობის მიდგომაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია