"ახლა როგორ იქნება, სამხედროები ფეხზე მდგომი მოშარდავენ, თუ დაჯდომით" - ელიზბარ ჯაველიძე თინა ხიდაშელის დანიშვნით შეურაცხყოფილია

"ახლა როგორ იქნება, სამხედროები ფეხზე მდგომი მოშარდავენ, თუ დაჯდომით" - ელიზბარ ჯაველიძე თინა ხიდაშელის დანიშვნით შეურაცხყოფილია

აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის დანიშვნის ფაქტს გაზეთ "კვირის ქრონიკასთან" საუბრის დროს აპროტესტებს. ჯანელიძის თქმით, ხიდაშელის აღნიშნულ პოსტზე დანიშვნის გამო, იგი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს:

"მე, ერთი კაცი, ელიზბარ ჯაველიძე, შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი დასახელდა. ისტორიულად სულ ბრძოლაში ვიყავით, ბრწყინვალე მთავარსარდლები გვყავდნენ და დღეს ამ სფეროს მინისტრად გვინიშნავენ თინა ხიდაშელს. მინდა ამ ქალბატონს ვკითხო - უკაცრავად და ახლა როგორ იქნება, სამხედროები ფეხზე მდგომი მოშარდავენ, თუ დაჯდომით.

ახლა ფიზიკური და სულიერი გენოციდი მიმდინარეობს ამერიკელების მხრიდან, ის რაც რუსეთმა დაგვაკლო, ამერიკელები გვინაზღაურებენ", - ამბობს ჯაველიძე.

შეგახსენებთ, რომ თინა ხიდაშელი განახლებულ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის პოსტს დაიკავებს. პრემიერ-მინისტრმა მისი დანიშვნის ბრძანება უკვე გამოსცა, თუმცა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა უნდა გამოუცხადოს. რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მინდია ჯანელიძეს, ის კვლავ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უხელმძღვანელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 566-მდე გაიზარდა

"ქალბატონი რომელსაც აქვს დიაბეტი, არ აქვს ქვედა კიდურები, არ აქვს ყურის ნიჟარა, არ აქვს მარცხენა ხელი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელდა" - რატიანი

"დიდი სტრესი ჰქონდა... აღიქვამდა, რომ ეს მის გამო მოხდა" - ნიკოლოზ გამყრელიძის თქმით, "გეფას" დირექტორს უკვე ორი თვეა COVID-19 უფიქსირდება