ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები?

ჭყლეტა "ყვითელ მარშრუტკებში" - ვინ არის დამნაშავე: მძღოლები თუ მგზავრები?

ალბათ, თითოეულ თქვენგანს ერთხელ მაინც უმგზავრია სამარშრუტო ტაქსით, რომელშიც არათუ დასაჯდომი, დასადგომი ადგილიც კი აღარაა. თუმცა, როცა გეჩქარებათ, მომდევნო ტრანსპორტის მოსვლამდე ლოდინს ისევ ჭყლეტაში ყოფნას ამჯობინებთ...

იმ მგზავრებისთვის, რომლებსაც ყოველდღიურად გადატვირთული სამარშრუტო ტაქსებით უწევთ მგზავრობა, "თბილისის მიკროავტობუსს" ერთი "ოქროს რჩევა" აქვს: მათ ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და დარღვევის შესახებ შეატყობინონ ოპერატორს. ამასთან, განმარტავენ, რომ მონიტორინგის სამსახური მუდმივად ამოწმებს პროცესს და "სადაც დასამატებელია, იმ ხაზზე ამატებენ მიკროავტობუსებს".

"ხაზებზე მიკროავტობუსების რაოდენობა მონიტორინგის სამსახურის მიერ არის დადგენილი. ეს არის ყოველთვის მუშა პროცესი, როდესაც მონიტორინგი გვიჩვენებს, რომ ხაზებზე დასამატებელია მიკროავტობუსი, ჩვენ ვუმატებთ, ვინაიდან მიკროავტობუსები საცობის გამო აცილებულები არიან გრაფიკს, ამიტომ დაგვიანებით მოდიან, ამის გამო მგზავრებს უწევთ ლოდინი ქუჩაში და შემდეგ უკვე მთავარია, რომ ტრანსპორტში მოხვდნენ. მგვზავრებს გვინდა მოვუწოდოთ, რომ არ ავიდნენ გადატვირთულ მიკროავტობუსებში. თუ დისკომფორტი შეექმნებათ, კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკონ და შეგვატყობინონ, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება" , - აცხადებს "თბილისის მიკროავტობუსის" პრესსამსახურის წარმომადგენელი ნინო პოტრჟებსკაია.

კიდევ ერთი უცნაურობა, "თბილისის მიკროავტობუსის" განმარტებით, არ აპირებენ აუკრძალონ მძღოლებს ზედმეტი მგზავრის აყვანა "მარშრუტკაში". ნინო პოტრჟებსკაიას თქმით, თუ ისინი მგზავრებს ფეხზე დგომას აუკრძალავენ, ეს მათ დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს.

რა გამოდის? მძღოლები და მგზავრები ყოფილან "დამნაშავენი" იმაში, რომ "ყვითელ მარშრუტკებშიც" კი მუდმივად "საცობია".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია