დაგეგმეთ ოჯახური ვიქენდი - ბევრი წიგნით და ბევრი ნაყინით

დაგეგმეთ ოჯახური ვიქენდი - ბევრი წიგნით და ბევრი ნაყინით

ნაყინი შესანიშნავი დესერტია, განსაკუთრებით სიცხეში გასაგრილებლად და ხშირად, დასანაყრებლადაც კი. თუმცა რამდენად სასარგებლოა, ვინ უნდა მიეძალოს და ვინ შეიკავოს თავი, ეს სხვა საკითხია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ ნატურალური და ხარისხიანი, თანაც, თუ ზომიერი სიხშირით მიიღებთ, ნაყინი საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებული ნაყინი საკმაოდ ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს: 20-მდე სახეობის ამინომჟავას; 20-მდე ვიტამინს და მინერალურ მარილებს; ნაყინის შემადგენლობაშია ადამიანისთვის მნიშვნელოვანი ფერმენტები, რომლებიც აუცილებელია ნივთიერებათა ნორმალური ცვლისთვის. ამ ნუგბარის მიღება ენერგიითაც აგვავსებს და შიმშილსაც აცხრობს. ასევე თურმე – ამშვიდებს; ბავშვებს კარგი ნაყინი კალცით ამარაგებს; ამერიკელმა მეცნიერებმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცეს, რომ ნაყინის ზომიერი მიღება (მით უმეტეს, თუ ის არ არის დატვირთული კალორიული დანამატებით) არც წონის მატებას იწვევს, პირიქითაც კი – კალცი ცხიმების წვას უწყობს ხელს, ასევე ამაგრებს ძვლებს და არეგულირებს არტერიულ წნევას. დადგენილი ფაქტია , რომ ნაყინის ჭამის დროს, ორგანიზმი გამოიმუშავებს სეროტონინს, ბედნიერების ჰორმონს ,გამოდის ,რომ ნაყინის ჭავა ბედნიერებას გვანიჭებს.

ასე რომ, ნაყინს კი ნუ ამოიღებთ რაციონიდან, კარგად შეარჩიეთ, რომ იყოს სანდო, ნატურალური და ხარისხიანი. თუ ამ რჩევებს გამოიყენებთ, ასეთ შემთხვევაში, ნაყინი მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

ეს სასარგებლო ინფორმაცია კი განსაკუთრებულად ახლა გამოგადგებათ, რადგან ნაყინის სეზონი საზეიმოდ იხსნება. გრანდიოზული ღონისძიება იგეგმება 16 მაისს ვაკეში, მრგვალ ბაღში. ღია ცის ქვეშ მშობლებსა და ბავშვებს ორი საყვარელი და სასარგებლო რამ ელით - ნაყინი და წიგნები. ზეიმს ყველასთვის საყვარელი "ბიბლუსი" და იტალიური კაფე-სანაყინე ჩი გუსტა აწყობენ. 13:00 საათიდან მრგვალი ბაღის ტერიტორიაზე დაგხვდებათ Dჟ. გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით შეგიძლიათ დააგემოვნოთ იტალიური ნაყინის ნაირსახეობები, ასევე ისარგებლოთ უფასო ბიბლიოთეკით და დატკბეთ თქვენ მიერ შერჩეული წიგნის კითხვით

14:00 საათიდან მშობლებს და მათ პატარებს ელოდებათ დაუვიწყარი გასართობი პროგრამა უამრავ საინტერესო პერსონაჟთან ერთად ხოლო 14:30 მოეწყობა შეხვედრა ყველასათვის საყვარელ საბავშვო მწერალთან გურამ პეტრიაშვილთან. სპეციალურად სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ნაყინზე დაგხვდებათ განსაკუთრებული ფასები, განსაკუთრებულ ფასებს გამომცემლობა პალიტრა L-იც გვპირდება საბავშვო წიგნებზე. ეს იქნება გემრიელი და წიგნიერი ვიქენდი, გემოვნებიანი მუსიკის თანხლებით. აქ ნებისმიერი ასაკის თუ სქესის სტუმარი გაერთობა, თუმცა ღონისძიების მთავარი სტუმბრები მაინც "ბიბლუსის" პატარა მეგობრები იქნებიან.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია