სოფლის ტურიზმი შავი ზღვის აუზის რეგიონში

სოფლის ტურიზმი შავი ზღვის აუზის რეგიონში

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სოფლის ტურიზმის პოპულარობა განსაკუთრებით გაიზარდა განვითარებულ ქვეყნებში. ხმაურიანმა ცხოვრებამ, შმაგმა რუტინამ და სტრესმა ქალაქის მაცხოვრებლებს უბიძგა დროის რაღაც ნაწილი გაეტარებინათ სოფლად, სადაც მათ დახვდებოდათ მეგობრული გარემო, რომელიც ცოტა ხნით დაავიწყებდა ყოველდღიურ ყოფით პრობლემებს. თუ თქვენი მიზანია "ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა", მაშინ შავი ზღვის აუზის რეგიონის ქვეყნები სწორედ თქვენთვის შესაფერისი ადგილია! ეს გასაოცარი ადგილები სავსეა სოფლის ტრადიციებით და ხელუხლებელი ბუნებით. სტუმრებს საშუალება ეძლევათ იმოგზაურონ სოფელიდან სოფელში, დააგემოვნონ ბიოლოგიურად სუფთა, სახლში მომზადებული სადილები და შეიგრძნონ ნამდვილი "სოფლის ცხოვრება".

"ინოვაციური სოფლის ტურიზმის ხელშეწყობა შავი ზღვის აუზის რეგიონში (PIღთ)", თანადაფინანსებული შავი ზღვის ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მიერ არი სევროკავშირის ერთ-ერთი პროექტი, რომელიც მიმართულია რეგიონული და საზღვრისპირა თანამშრომლობის მხარდაჭერისაკენ შავი ზღვის აუზის ოთხი ქვეყნის: სომხეთის, ბულგარეთის, თურქეთისა და საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარებისაკენ.

პროექტის პარტნიორებმა: ჰეიფერ სომხეთმა, ჰეიფერ საქართველომ, ვარნას ეკონომიკური განვითარების სააგენტომ (ბულგარეთი) და გუმუშანეს ეროვნულმა საგანმანათლებლო დირექტორატმა (თურქეთი) გააერთიანეს თავიანთი რესურსები და ჯერ ინდივიდუალურად,ხოლოშემდეგ უკვეე რთობლივად შექმნეს სოფლის ტურიზმის ქსელი, რათა ხელი შეწყობოდა ერთობლივ ინიციატივებს და სოფლის ტურიზმის ტრადიციულ პროდუქტს. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ახალი რეგიონული, ტურისტული პროდუქტი სახელად "რეგიონული სტუმრის პაკეტი", რომელიც წაახალისებს და მხარს დაუჭერს ტურისტების შიდა ნაკადებს შავი ზღვის აუზის რეგიონში, რათა შედგეს პროექტში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის მაქსიმალური თანამშრომლობა პროექტში მონაწილე ქვეყნებთან და მათ უცხოელ პარტნიორებთან.

თუ გსურთ უფრო მეტი გაიგოთ შავი ზღვის აუზის რეგიონში ინოვაციური სოფლის ტურიზმისა და ტურისტული პაკეტის შესახებ, ეწვიეთ PIRT პროექტის ვებ-გვერდს: www.blackseatourism.org

https://www.youtube.com/watch?v=byvgXwNDH-Q

https://www.youtube.com/watch?v=BMptF2-GyoI

https://www.youtube.com/watch?v=U7Z2ot9X-po

https://www.youtube.com/watch?v=MZhuSvCSFsA

R

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია