შსს-მ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა

შსს-მ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალა გაავრცელა

შსს-მ პირველ ლიგაში მოასპარეზე ქართველი ფეხბურთელები დააკავა. ამ თემაზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართა. როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია პირველი ლიგის რამდენიმე გუნდის 8 ფეხბურთელი. ისინი ბრალდებულები არიან თამაშების ჩაწყობაში.

უწყებამ ფეხბურთელების დაკავების ამსახველი ვიდეომასალაც გაავრცელა. გასაჯაროვდა იმ პირთა ჩამონათვალიც, რომლებიც, შსს-ს ინფორმაციით, მოსყიდვაში მონაწილეობდნენ.

დეტალებისთვის| ქართველი ფეხბურთელების ჩამონათვალი, რომლებიც შსს-მ თამაშების ჩაწყობის ბრალდებით დააკავა

მომდართან დაკავშირებით მალევე გავრცელდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაც.

"სამწუხაროდ წარსული გამოცდილება, სახელმწიფო სტურუქტურებისა და სფფ-ის შეუვალი პოზიცია ასეთი ფაქტების მიმართ არ იქცა საგულისხმო მაგალითად ზოგიერთი ფეხბურთელის, მწვრთნელისა თუ ფეხბურთში დაკავებული სხვა პირისათვის. მათ მიუხედავად ბოლო წლებში გადადგმული მკაცრი სადამსჯელო ნაბიჯებისა, დაჭერებისა თუ საფეხბურთო ოჯახიდან მოკვეთის არა ერთი მაგალითის მიუხედავად მაინც ვერ გაითავისეს ის რისკები და საშიშროება, რაც ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებასა თუ თანამონაწილეობას მოსდევს თან. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები თუ კლუბებში დასაქმებული სხვა პირები სრულფასოვნად გაიაზრებენ იმ ზიანის მასშტაბებს, რაც თითოეული ასეთი შემთხვევის გამოვლენისას ქართულ ფეხბურთს ადგება და ერთხელ და სამუდამოდ უარს იტყვიან მსგავს გარიგებებში მონაწილეობაზე. მანამდე, კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გააგრძელებს ამ მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობას და მხარს დაუჭერს ასეთ ფაქტებში მონაწილე ყველა პირის გამოვლენასა და კანონის შესაბამისად დასჯის ფაქტებს", - ნათქვამია განცხადებაშია.

იხილეთ დაკავების ამსახველი ვიდეომასალა

თემის ყველა დეტალი თეგზე # ქართველი ფეხბურთელების დაკავება

სიახლე!

თუ დაინტრესებული ხართ მხოლოდ საზოგადოებრივი თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია