"სოფო ნიჟარაძემ ჩემი მუსიკა ვერ აღიქვა" – რატომ გაუშვეს "X ფაქტორიდან" ლიკა შუბითიძე?!

"სოფო ნიჟარაძემ ჩემი მუსიკა ვერ აღიქვა" – რატომ გაუშვეს "X ფაქტორიდან" ლიკა შუბითიძე?!

"ვფიქრობ, ხალხს უნდა აუხსნან, კონკურსანტებს სახლში რატომ უშვებენ. ჩემ შემთხვევაში არაადეკვატური კომენტარებით პროექტიდან გამოშვება ცოტა უცნაურია... ხომ ვამბობ, უნდა აუხსნან კონკურსანტებს - ვერ იმღერა, მისი მუსიკა უცხოა და გაუგებარია პროექტისთვის, თუ - რა", - ამის შესახებ ლიკა შუბითიძემ Kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა. Ambebi.ge გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

ლიკა შუბითიძე: როგორც მახსოვს, ანრიმ თქვა, რომ "პონტი" ვარ, რომელიც "X ფაქტორს" სჭირდება და პროექტში უნდა ვიყო, თამთას კომენტარი იყო: რომ ვარ "ძალიან ქულ", გიორგიც დადებითი კომენტარით შემოიფარგლა, ჩემ მიმართ სიმპათიები ისედაც ჰქონდა. სოფომ კი აღნიშნა, რომ ერთადერთი მუსიკოსი ვიყავი, რომელთანაც მუშაობა მისთვის საინტერესო იქნებოდა, მაგრამ უეცრად მოაყოლა, რომ სახლში უნდა წავსულიყავი.

Kvirispalitra.ge: ნაწყენი ხარ?

ლიკა შუბითიძე: თავიდან ნამდვილად მეწყინა და ეს ყველაფერი გამიკვირდა. მერე ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ ნაწყენი არც ჟიურის წევრებზე ვარ, არც "რუსთავი 2"-ზე. არ იყო ცუდი ამ პროექტში მონაწილეობა, რადგანაც ამდენი ხალხი მიკავშირდება და საოცარ სითბოსა და სიყვარულს გამოხატავს, რაც დიდი ხანია, აღარ მიგრძვნია და მიმიღია, საოცარი მუხტი აქვს ამ ყველაფერს...

შესაძლოა, ჩემი გამოშვების  მიზეზი ისიც იყო, ვადები რომ აირია, - მაისის ბოლოს მთავრდებოდა პროექტი და აღმოჩნდა, რომ 20 ივლისს არის ფინალი. მკითხეს, ბილეთს ხომ არ გადავცვლიდი? ვუპასუხე, რომ ამას ვერ გავაკეთებდი. უარი ვუთხარი, რადგანაც ეს შეუძლებელია, - მერე ყველანაირი გეგმა ამერეოდა. ეს მოხდა ზუსტად სკამების ტურამდე ერთი კვირით ადრე.

თუმცა შესაძლოა, ისიც იყოს ჩემი "X ფაქტორიდან" გამოშვების მიზეზი, რომ სოფო ნიჟარაძემ ჩემი მუსიკა ვერ აღიქვა, არ ესმოდა...

განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია