მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" განსხვავებული პრეზენტაცია და მოზარდების უზარმაზარი რიგი "ბიბლუს გალერისთან"

მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" განსხვავებული პრეზენტაცია და მოზარდების უზარმაზარი რიგი "ბიბლუს გალერისთან"

პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში ქართულ ენაზე ნათარგმნი ბესტსელერის, მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" პრეზენტაციას "ბიბლუს გალერიში" მოზარდების რიგის გარეშე არ ჩაუვლია.

მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების ორგანიზატორებმა თინეიჯერებს განსხვავებული ფორმატის ღონისძიება შესთავაზეს, "ბიბლუს გალერისთან" მოზარდთა რიგი კვლავ რამდენიმე ასეულ ადამიანს ითვლიდა.

"წიგნის ქურდის" პრეზენტაცია "ბიბლუს გალერიში" 18:00 საათზე დაიწყო. წიგნის შეძენის მსურველთა რიცხვი, საკმაოდ მაღალი აღმოჩნდა. რიგში მდგომთა რიცხვი ერთი-ორად იმან გაზარდა, რომ მხოლოდ ერთი დღით პროექტ "ლიბერთინსის" ფარგლებში წიგნის შეძენა ნახევარ ფასად იყო შესაძლებელი. საბოლოოდ "წიგნის ქურდის" შეძენა აქციაში მონაწილე ყველა მსურველმა შეძლო.

ნინი, 13 წლის: "წიგნის ქურდის " ყიდვას რამდენიმე თვე ველოდი. ძალიან გახარებული ვარ, რომ დღეს ეს წიგნი ქართულ ენაზე გამოვიდა და მე ერთ-ერთი პირველი ვარ, ვინც "წიგნის ქურდის " ყიდვა შეძლო.

ნუნუკა, 9 წლის: "მე "ლიბერთინსის" სხვა აქციებზეც ვარ ნამყოფი და აქციის ფარგლებში ყველა წიგნი მაქვს შეძენილი. იმედი მაქვს, "წიგნის ქურდი" ისევე მომეწონება, როგორც სხვა წიგნები მომეწონა".

მარკუს ზუზაკის "წიგნის ქურდის" პრეზენტაციის დასრულებისა და წიგნების თაროებიდან გაქრობის შემდეგ "ბიბლუს გალერიში" ამავე სახელწოდების ფილმის ჩვენება მოეწყო. ფილმ "წიგნის ქურდის" ჩვენებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

"დღევანდელი აქცია სრულიად განსხვავებული ფორმატის იყო, ვიდრე "პალიტრა L"-ის წინა აქციები. "ლიბერთინსის" წევრებმა თავაპირველად წიგნის მიმოხილვა და პრეზენტაცია გამართეს. ამის შემდეგ "ბიბლუსი გალერიში" ფილმის ჩვენებაც მოეწყო, რამაც ჩვენს მკითხველში დიდი მოწონება დაიმსახურა", - განაცხადა "პალიტრა L"-ის პრეოქტების მენეჯერმა თინათინ ფეიქრიშვილმა.

თბილისის გარდა დღეს პირველად "წიგნის ქურდის" პრეზენტაცია გაიმართა ქალაქ რუსთავშიც.

წიგნი პროექტის "ლიბერთეენსის" ფარგლებში გამოიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ თინეიჯერებმა ეს და სხვა ნაწარმოებები, რომლებიც მოგვიანებით გამოვა, თავად შეარჩიეს. "შენი თაობის არჩევანი" - ასეთია სლოგანი, რომელიც "ლიბერთეენსის" წევრ მოზარდებს აერთიანებს.

ჯონი პატარკაციშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია