"ბევრჯერ ინანებს ივანიშვილი, რომ 2012-ში არ დალუქა "რუსთავი 2" - გამოხმაურებები "არჩევანში" გასული მწვავე სიუჟეტების შემდეგ

"ბევრჯერ ინანებს ივანიშვილი, რომ 2012-ში არ დალუქა "რუსთავი 2" - გამოხმაურებები "არჩევანში" გასული მწვავე სიუჟეტების შემდეგ

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანის" ერთ-ერთი რუბრიკა საქართველოს მოსახლეობის აზრის გამოკითხვას დაეთმო. ჟურნალისტები სხვადასხვა რეგიონებს ესტუმრნენ და მოსახლეობას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე დაუსვეს კითხვები. "რუსთავის 2"-ს ეთერში გასულმა სიუჟეტმა საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე გამოხმაურებას:

ზურაბ ჭიაბერაშვილი -  წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ ინანებს მილიარდერი ივანიშვილი იმას, რომ 2012 წლის ბოლოს არ დალუქა "რუსთავი 2" ?

ზაზა ბიბილაშვილი -  როცა ეს ხალხი ივანიშვილს მიადგება, რომ პასუხი მოსთხოვოს, უკვე ყველას ფეხზე ეკიდება მისი ფული. მარტო იმაზე იფიქრებენ, პირველი ვინ მიაგნებს მის სამალავს.

არა, განა ეჭვი შეაქვთ, რო ხალხს მაგრად უჭირს - რას ბრძანებთ! უბრალოდ, რუსთავი 2-ის გამოკითხვის მეთოდოლოგია არ მოსწონთ. აი, ამას ან რაიმე მსგავსს რომ იტყვის ან დაწერს ადამიანი, მას უნდა უწოდო ჩვეულებრივი ქოცი და გამობრუნდე. GDS-ს ებარებოდეს.

დათო გოგიშვილი - მე პირადად გაბუნიას დღევანდელ გადაცემაზე საერთოდ არ ვბრაზდები. აი საერთოდ არა!!!!!! ბავშვს კითხეს: რატომ ტირიო?? გამდის და ვტირიოოოო

ზვიად დოლიძე - თქვე ჩემის ჟურნალისტურო ქარტია, რომელსაც მე ხელი არ მოვაწერე და არც მოვაწერ, რაც ახლა რუსთავი2-ზე ხდება, სულ არ ტეხავს?

ია ანთაძე - "რუსთავი 2"-მა დღეს ძალიან დამაჯერებლად აჩვენა, რომ ნამდვილად თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყოჩაღ "რუსთავი 2"-ს და ყოჩაღ საქართველოს მოსახლეობას! 

ლაშა ბერულავა - ფაქტი:დღეს ერთი ყლუპით დალია ჩაილურის წყალი მუდამ დღეგრძელის, უვნებისა და საღისგან მომავალმა ძალიან მიზანმიმართულმა მესიჯბოქსმა, რომ "რუსთავი-2" სიცრუის მანქანაა, რომ ხალხს სინამდვილეში სულაც არ უჭირს და ამას ასე "რუსთავი-2" წარმოაჩენს.

სინამდვილეში სწორედ "რუსთავი-2"-მა მოახერხა, რომ ყველასთვის, თავგადაკალული ქოცების ჩათვლით, ცხადი გაეხადა, რომ გაჭირვებული, ცხოვრებაგაუარესებული ადამიანი უამრავია და ყველგანაა.

ახლა მსჯელობა, ძირითადად, ასეთია: "არა, ხალხს კი უჭირს, ეგ მთლად ტყუილი არაა, მაგრამ ეს გამოკითხვის მეთოდი პროპაგანდისტულია".

ან ასეთი: "ხალხს კი შია, მაგრამ ამას რომ ხმამაღლა ამბობენ, ეს ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ისინი თავისუფალნი არიან. აბა, ის სჯობდა, როცა ნაკლებად შიოდათ და ცოცხი ჰქონდათ ერთ ადგილას?"

მარიამ საჯაია - "არჩევანის" შემხედვარე მტერს არ ვუსურვებდი ახლა მმართველი გუნდის ადგილას ყოფნას.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია